2022-07-18
კვებითი ინტოქსიკაცია
ზაფხულში #კვებითი_ინტოქსიკაცია ერთ-ერთი ხშირი ავადმყოფობაა.
ჩვენს ორგანიზმში ბაქტერიები, მათი ტოქსინები, ვირუსები და პარაზიტები მაღალი ტემპერატურის და ტენიანობის ფონზე უფრო მარტივად ხვდებიან.
საკვებით და ასევე წყლით ინტოქსიკაციის ძირითადი ნაწილი მსუბუქად მიმდინარეობს, ის თვითგანადგურებადი ხასიათისაა, თუმცა არსებობს ინტოქსიკაციები, რომელთა მკურნალობა საჭიროებს სტაციონარს და აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.
ინტოქსიკაციის ძირითადი ნიშნებია:
- მუცლის ტკივილი;
- სპაზმები;
- გულისრევა;
- ღებინება;
- ფაღარათი
თუ მოწამვლას თან ერთვის:
- ტემპერატურის მატება;
- განავალში სისხლი;
- შეუპოვარი ღებინება;
- დიარეა 3 დღეზე მეტი;
- ცნობიერების შეცვლა;
- გაუწყლოების ნიშნები ტემპერატურაზე;
ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, ვინაიდან თვითმკურნალობა მსგავს შემთხვევაში დაუშვებელია.
ზაფხულში აუცილებლად გაითვალისწინეთ:
- ხილი და ბოსტნეული გარეცხეთ გამდინარე წყალში მინიმუმ 5-10 წუთის მანძილზე;
- უმ და მზა პროდუქტებს აუცილებად მიუჩინეთ ცალ-ცალკე ადგილები;
- კერძები შეინახეთ შესაბამის კონტეინერებში, შესაბამის
- გაითვალისწინეთ, რომ მზა საკვები, რომელიც 1 საათზე მეტხანს დაყოვნდება გარეთ, შესაძლოა გაწყინოთ;
- რძის პროდუქტები გამოიყენეთ მაცივრიდან გამოღებისთანავე;
- გაყინული პროდუქტების გალღობისას გამოიყენეთ შესაბამისი ჭურჭელი და არ დატოვოთ ღია სივრცეში;
- საკვების მომზადებამდე კარგად გაასუფთავეთ ზედაპირი, რომელზეც მუშაობეთ;
- კვირაში ერთხელ შეცვალეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და ზედაპირის საწმენდი საშუალებები
ჰელსიკორი - თქვენი ჯანმრთელი ცხოვრებისთვის