2024-02-15
2014 წლიდან თებერვალი კიბოს პრევენციის საერთაშორისო თვედ არის გამოცხადებული, ის მიზნად ისახავს ონკოლოგიური დაავადებებისა და მისი პრევენციის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს კი დროული რეაგირება და ქმედითი ნაბიჯების მყისიერი გადადგმა წარმოადგენს, რათა მოხდეს კიბოს რისკების და მისი პროგრესის შემცირება.
მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს რისკ ფაქტორები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის არის რეკომენდებული სპეციალისტთან კონსულტაცია.
2020 წლის მონაცემებით მსოფლო სტატისტიკის მიხედვით წელიწადში 18 მილიონი ახალი ონკოლოგიური შემთხვევა ფიქსირდება, აღსანიშნავია, რომ აქედან 33 % თამბაქოს მოხმარებით არის გამოწვეული. მსოფლიოში სამ ყველაზე გავრცელებულად მკერდის, პროსტატის და ფილტვის კიბო ითვლება.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ კიბოს სკრინინგი, დროული ჩართულობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი წინაპირობაა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები.