ჯანმრთელობის მსოფლიოს დღე

2022-04-07

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

დღეს #მსოფლიო_ჯანმრთელობის_საერთაშორისო_დღე ა, ყოველწლიურად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არჩევს ერთ თემას, რომლის შესახებაც ხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ჯანდაცვის პრობლემებზე მაქსიმალურად ყურადღების გამახვილება.

2022 წლის თემაა - ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 13 მილიონზე მეტი სიკვდილი გამოწვეულია გარემოსდაცვითი მიზეზებით, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია.

  • დაბინძურებული ჰაერი;
  • დაბინძურებული წყალი;
  • არასანათადო სანიტარული პირობები;
  • სახიფათო ქიმიკატები და მყარი ნარჩენები;
  • კლიმატის ცვლილება

ეს ის ჩამონათვალია, რომელთაც შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. დაბინძურებული გარემო ზრდის ისეთი დაავადებების რისკს, როგორებიცაა: სიმსივნე, გულის დაავადებები, ინსულტი და ასთმა.

ერთად მოვუფრთხილდეთ გარემოს და შესაბამისად ჩვენს ჯანმრთელობას.