დიაბეტი გულის და გულის მკვებავი სისხლძარღვების ნომერ პირველი მტერია. ინფარქტი ხშირად გამოწვეულია სისხლის მაღალი წნევითა და ქოლესტერინის მაღალი შემცველობით. დიაბეტის დროს კი ეს ორივე მაჩვენებელი ძალიან მომატებულია.
არა. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ - ინსულტის დროს თავის ტვინის სისხლძარღვი დახშულია და ტვინს სისხლის აღარ მიეწოდება. ინფარქტი კი როგორც უკვე მიმოვიხილეთ, გულის პრობლემაა და ამ დროს თრომბის, ან ხანგრძლივი სპაზმის გამო ხდება გულის კუნთის მკვებავი არტერიის დახშობა.
არა. ეს პროცედურა საკმაოდ მარტივია და გაჭრის გარეშე მიმდინარეობს. შესაბამისად, დიდი დრო არ სჭირდება. პაციენტი ამ დროს სრულიად ფხიზელია. ირაკლი გოგორიშვილს ახლახან ჩატარებული ასეთი ოპერაციის მაგალითი მოჰყავს, რომელიც სულ რაღაც 40 წუთში წარმატებით დასრულდა.
გესტაციური დიაბეტი არის შაქრიანი დიაბეტის ტიპი, რომელიც ორსულობისას ვითარდება. ქალებს მანამდე არ ჰქონდათ ეს დაავადება და ზუსტად ორსულობისას გაუჩნდათ დიაბეტი.
ჯანმრთელი ადამიანის შაქრის ნორმა უზმოზე 110-ა, ხოლო ჭამიდან 2 საათში კი 140.
ჰიპერგლიკემია სისხლში შაქრის დონის ქრონიკული მატების აღმნიშვნელი ტერმინია.
დიეტა არის გადამწყვეტი შაქრიანი დიაბეტის დროს და თუ პაციენტი არ იკვებება სწორად, ის სასურველ შედეგს ვერ მიიღებს.
დიაბეტიანის მენიუ არ უნდა შეიცავდეს ტკბილეულს, ცომეულს, მარტივ ნახშირწყლებს თეთრი ფქვილისგან დამზადებულ ცომელს, პურ-ფუნთუშეულს და ა.შ. რეკომენდირებულია ბოსტნეული, რთული ნახშირწყლები, თევზი, კანგაცლილი და დაბალცხიმიანი ქათმის ხორცი, ხილი, რომელიც დიდი რაოდენობით არ შეიცავს შაქარს.