ღირებულებები

ღირებულებები

უსაფრთხოება და ხარისხი

  • ჩვენ მივისწრაფით საუკეთესო შედეგებისკენ;
  • ჩვენ ვუფიქრდებით და ვამოწმებთ ჩვენს ქმედებებს, რათა თავიდან ავიცილოთ შეცდომები;
  • ჩვენ ვსვამთ კითხვებს, ნათლად და გარკვევით ვახდენთ კომუნიკაციას;
  • ჩვენ უკომპრომისოდ ვზრუნავთ ხარისხზე და ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო მასალებსა და სამედიცინო აღჭურვილობას.


პაციენტზე ზრუნვა

  • პაციენტი ყოველაზე მნიშვნელოვანია;
  • ჩვენთვის პაციენტი ადამიანია და არა სტატისტიკა ან შედეგი;
  • ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება პაციენტის ინტერესებს;
  • ჩვენ ვუზრუნველყობთ ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომით, უახლესი დიაგნოსტიკური კვლევებითა და თერაპიით;
  • ჩვენ განუწყვეტლივ ვშრომობთ, რათა ყოველთვის ვიყოთ სანდო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები და ვუზრუნვლეყოთ ჩვენი პაციენტების უსაფრთხოება და სიმშვიდე.

 

პატივისცემა და თანაგრძნობა

  • ჩვენ ყველას ვეპყრობით სიკეთითა და პატივისცემით - ისე, როგორც ყოველ ჩვენგანს სურს, რომ მოგვექცნენ.
  • ჩვენ ყველას ვხვდებით ღიმილით და ვსაუბრობთ მარტივად და ყველასთვის გასაგებად;
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პაციენტებისა და პარტნიორების მოთხოვნები და ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ;
  • ჩვენ შევდივართ პაციენტის და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობაში და მაქსიმალურად ვცდილობთ შევამსუბუქოთ მათი განსაცდელი.

 

ინოვაცია და ზრდა

  • ჩვენ ფეხს ვუდგამთ ინოვაციებს და მუდმივად ვმუშაობთ სერვისების გაუმჯობესებისთვის;
  • ჩვენ ვეძებთ ხარისხის გაუმჯობესების გზებს;
  • ჩვენ გვჯერა საკუთარი ძალების, ვიღებთ გამოწვევებს და ერთად ვპოულობთ გამოსავალს;
  • ჩვენ ვზრუნავთ კომპანიის სტაბილურ ზრდაზე და თანამშრომლების განვითარებაზე;

 

გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა

  • ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი და მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს;
  • ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ საუკეთესო მომსახურება პაციენტისთვის.
  • ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამშრომლებს და ვაფასებთ მათ შრომას.
  • ჩვენი თითოეული თანამშრომელი თანასწორია, პატივს ვცემთ ყველა კულტურას და ეთნიკურ წარმომავლობას.
  • ჩვენ ვიძლევით კონსტრუქტიულ უკუკავშირს და ვითვალისწინებთ სხვების აზრს ჩვენი სამუშაოს მიმართ.
  • ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას თითოეულ ჩვენს პარტნიორთან.