2023-02-04

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

"გახსოვდეთ, სიმსივნე განაჩენი არ არის, დასძლიეთ შიში, დროულად მიმართეთ ექიმს, რათა მალევე მოხდეს დიაგნოსტირება და მკურნალობის დაწყება“ - ეკატერინე არქანია, კლინიკა ჰელსიკორის, ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი.

 4 თებერვალი კიბოსთან ბროლის საერთაშორისო დღეა, ის მიზნად ისახავს საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებას ონკოლოგიური დაავადებების შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, სკრინინგი და მკურნალობის დაწყება.

 კლინიკა ჰელსიკორი, ახლა უკვე განახლებული ონკოლოგიური განყოფილებით უერთდება ამ დღეს და პაციენტებს სთავაზობს სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობას იმუნოთერაპიული, ქიმიოთერაპიული და ჰორმონოთერაპიული საშუალებებით. განყოფილება აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტებში და მონაწილებს კლინიკურ კვლევებში.