2024-01-18
აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული შეცვლა - TAVI, კლინიკა ჰელსიკორში 2017 წლიდან წარმატებით ხორციელდება.
აღნიშნული მაღალტექნოლოგიური ჩარევა პირველად საქართველოში სწორედ ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილურ კლინიკაში - ირაკლი გოგორიშვილის მიერ ჩატარდა.
მნიშვნელოვანი წარმატების მომტანი იყო უკვე 2024 წელი. ორი დღის მანძილზე ექვსი აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული შეცვლა განხორციელდა და ექვს პაციენტს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, რომელთაც აორტის სარქვლის მძიმე დაზიანებისა და მაღალი რისკის გამო ოპერაცია ვერ უტარდებოდათ.
2017 წლიდან დღემდე ჰელსიკორში 70-ზე მეტი TAVI-ს პროცედურა ჩატარდა, რაც ქვეყნის მასშტაბით რეკორდული მაჩვენებელია!