2024-03-15
ძილის საერთაშორისო დღე 2008 წლიდან ძილის მედიცინის მსოფლიო ასოციაციის (WAS) ინიციატივით აღინიშნება.
ეს დღე ჯანსაღი ძილის მნიშვნელობაზე ცნობიერების ასამაღლებლად დაწესდა და მიზნას ისახავს ძილთან არსებული პრობლემების შემცირებას, ძილის დარღვევების გაუმჯობესებას, პრევენციას და მკურნალობას.
ძილის საერთაშორისო დღე 88 ქვეყანაში აღინშნება, ყოველ წელს მედიცინის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ერთიანდებიან ამ საკითხის გარშემო და შეახსენებენ საზოგადოებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებისთვის სრულფასოვანი ძილი და იმ პრობლემების დროული მოგვარება, რომელიც ძილთან ასოცირდება.
ჰელსიკორის ძილისა და ეეგ (ელექტროენცეფალოგრაფიული) ლაბორატორია უერთდება ძილის საერთაშორისო დღეს.