2022-10-10
ტრავმატოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ორგანოთა და ქსოვილთა დაზიანებას, გამომწვევ მიზეზებს, მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტებს. ფართო გაგებით ის გულისხმობს ქირურგიული დისციპლინის მრავალ მიმართულებას. გარდა ამისა, ტერმინი ტრავმატოლოგია იხმარება კლინიკური მედიცინის დარგის აღსანიშნავად. ეს დარგი მოიცავს საყრდენ-სამოძრაო აპარატის: ძვლები, სახსრები, კუნთები, მყესები, იოგები და კანის დაზიანებებს.
მრავალპროფილური კლინიკა ჰელსიკორის ტრავმატოლოგიური განყოფილება ერთ-ერთი ლიდერია მთელს ქვეყანაში.
ჰელსიკორის განყოფილების პრიორიტეტი არის ხარისხიანი დახმარება თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. მაგალითად, ასეთია მცირე ინვაზიური ჩარევა, რაც გულისხმობს დიდი ქსოვილების მაქსიმალურად ნაკლებ დაზიანებას, რაც ეს შემდგომში აისახება რეაბილიტაციის ვადებზე.
სარჩევი
ტრავმატოლოგიური დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ქირურგიული ჩარევებსა და დიაგნოსტიკას:
- კიდურების, რბილი ქსოვილების კონსერვატული/ოპერატიული დიაგნოსტიკა;
- სხეულის ძვლების ყველა ლოკალიზაციის მოტეხილობის კონსერვატული ოპერაციული მკურნალობა;
- მსხვილი სახსრების ენდოპროთეზირება: მათ შორის მენჯ-ბარძაყის სახსრის, მუხლის სახსრის, მხრის სახსრის სხვადასხვა სახის პროთეზირება;
- ოსტეოსინთეზები - გარეგანი ფიქსაციის აპარატით;
- ოსტეოსინთეზები - თანამედროვე ფიქსაციით (PFN, DHS, DCS, Gamma nail და სხვა.);
- ტერფის ქირურგია - ტერფის პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციის მკურნალობა (ე.წ. პოდაგრა);
- მუხლის სახსრის ართროსკოპიული მეთოდით მკურნალობა (მენისკების და ჯვარედინა იოგის დაზიანება);
- კიდურების დაგრძელება;
- დეფორმაციების კორექცია
ჰელსიკორის ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ტრავმატოლოგი გიორგი გოგოლაძე გვესაუბრა რას ნიშნავს ტრავმატოლოგია და მისი ძირითადი პათოლოგიები მიმოიხილა.
ტრავმატოლოგია ბევრი გართულებით გამოირჩევა. ასეთია მენჯ-ბარძაყის ართროზი, მუხლის ართროზი, ტერფის ვალგუსური დეფორმაციები. ძირითადად ართროზები უფრო ხშირად გვხვდება მოხუცებში. ტერფის დეფორმაციები ახალგაზრდებშია გავრცელებული. მენისკი ასევე ძალიან ხშირია სპორტსმენებში და აქტიური ცხოვრების წესით მცხოვრებ ადამიანებში.
ართროზების დროს საწყის ეტაპებზე შესაძლებელია სახსარში გარკვეული პრეპარატების ინექციები. ტრავმატოლოგი სხვადასხვა სტადიისას განსხვავებული პრეპარატებს იყენებს. ასევე: ფიზიოთერაპია, მკურნალობა, აბები, ნემსები - ეს მეთოდები თუ არ გამოდგა წარმატებული, შემდეგი ეტაპია ოპერაციული მკურნალობა.
როცა ტკივილი უკვე ძალიან დიდია, აღარ შველის გამაყუჩებელი, ინექცია, ან კომპლექსური მკურნალობა, მაშინ უკვე ახალი ეტაპი იწყება. გამოკვლევა, რენტგენის მონაცემები, კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემების შედეგად გამოცდილი ტრავმატოლოგი წყვეტს ოპერაციული ჩარევის საკითხს.
ოპერაციული ჩარევა სახსრების შემთხვევაში გულისხმობს სახსრების დაზიანებული ზედაპირების გამოცვლას ხელოვნურით.
როგორც ტრავმატოლოგია გვასწავლის, რეაბილიტაციის პროცესი რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული - ყველა კონკრეტულ შემთხვევას თავისი ვადა აქვს. ეს დამოკიდებულია ჯერ ერთი ოპერაციული ჩარევის სიმძიმეზე - რამდენად დამზოგავად ხდება ჩარევა. ოპერაცია შეიძლება აზიანებდეს რბილ ქსოვილებს, რაც შემდეგ რეაბილიტაციაზე მოქმედებს.
იყენებს მცირე ინვაზიური მეთოდებს, რაც ზუსტად იმას უზრუნველყოფს, რომ მცირე ჩარევით რბილი ქსოვილები არ დაზიანდეს. ამის გამო რეაბილიტაციის პერიოდი მცირდება, რაც მნიშვნელოვანია, როგორც სერიოზული მოტეხილობის დროს, ასევე ორთოპედიულ შემთხვევებში.
პოდაგრა არის სისტემური დაავადება. ერთ-ერთი სიმპტომი არის ტკივილი ტერფში, ასევე წამონაზარდების წარმოქმნა. პოდაგრა თვითონ არის სისტემური დაავადება, რომელიც გამოიხატება მაგალითად თირკმლის უკმარისობით.
კონკრეტულად ტერფის დეფორმაციები არის ვალგუსური დეფორმაცია. ადამიანები ხშირად ტერფის დეფორმაციებს ეძახიან პოდაგრას. რეალურად ამათ შორის კავშირი არაა. ტერფის თითების დეფორმაცია საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას მხოლოდ ტერფზე ჩარევით. ეს არ არის სისტემური დაავადება და არ მოქმედებს ზოგადად ორგანიზმზე.
პოდაგრა კი არის ცალკე, სისტემური დაავადება, რომლის ერთ-ერთი სიმპტომი არის ტერფის დეფორმაციის გამოვლენა. ტერფის დეფორმაციების 90% ქალებში გვხვდება. ზუსტად ამას ეწოდება ვალგუსური დეფორმაცია, რომელსაც ხალხი პოდაგრას ეძახის, მაგრამ არასწორად.
ტრავმატოლოგია მოიცავს ბრტყელტერფიანობას. ბრტყელტერფიანობა არის წინაპირობა ვალგუსური დეფორმაციის. ყველა ვალგუსური დეფორმაცია შერწყმულია ბრტყელტერფიანობასთან. საწყის ეტაპზე საჭიროა სპეციალური სუპინატორების ტარება. ინდივიდუალური სუპინატორები მზადდება ანაბეჭდით. სუპინატორის ხმარება ამცირებს დეფორმაციის პროგრესირებას - როგორც თითების, ასევე ტერფის. ზოგადად ბრტყელი ტერფი ნიშნავს დატვირთვას ხერხემალსა და სახსარზე.
ეს იწვევს როგორც მუხლის სახსარში, ისე მენჯ-ბარძაყის სახსარში და ხერხემალში მეორად ართროზულ ცვლილებებს. ამიტომ, საწყის ეტაპზე უნდა დაისვას დიაგნოზი. შემდეგ შესაბამისი ზომებია საჭირო, მათ შორის პირველ რიგში სუპინატორი.
ოსტეოპოროზი არის ძვლის სტრუქტურის სიმყარის შემცირება. ქალებში 50-60 წლის შემდეგ თითქმის 100% შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ აქ უნდა გამოიყოს პათოლოგიური ოსტეოპოროზი და ფიზიოლოგიური ოსტეოპოროზი.
ფიზიოლოგიური ოსტეოპოროზი არის ხანდაზმულობაში გამოვლენილი ოსტეოპოროზი, რომელიც საჭიროებს ზოგად ვიტამინო თერაპიას, კალციუმის პრეპარატების მიღებას, სრულფასოვან კვებას და ა.შ.
პათოლოგიური ოსტეოპოროზი ის შემთხვევაა, როცა საჭიროა სპეციალური გამოკვლევაა - დენსიტომეტრია. მკურნალობა ტარდება სპეციფიკური პრეპარატებით. ამის კლინიკური გამოვლენაა დიფუზიური ტკივილები ძვლებში, კიდურებში. საჭიროებს ნახსენებ სპეციალიზირებულ მკურნალობას.
მუხლის სახსრის ტრავმული დაზიანება მოიცავს მენისკის დაზიანებას და ჯვარედინა იოგების დაზიანებას. კლინიკა ჰელსიკორში ხორციელდება ართროსკოპიული ჩა რევა ამ დაზიანებებზე. მცირე განაკვეთებით, ართროსკოპის მეთოდით. არის მინი ინვაზიური, არის ენდოსკოპიური ჩარევა, სპეციალური ინსტრუმენტებით. ტრავმატოლოგი კამერით ათვალიერებს სახსარს და შემდეგ გადაწყვეტს რა დონის ჩარევაა საჭირო.
თუ არის მენისკი, ტრავმატოლოგი გაკერავს, ან ამოკვეთს მას. თუ არის ჯვარედინი იოგი დაზიანებული, მისი აღდგენა ხდენა ართროსკოპიული მეთოდით, რომელიც არის თანამედროვე მეთოდი. მცირე განაკვეთით და რეაბილიტაციის მცირე პერიოდით. ეს დიდი სიახლეა, რამაც განავითარა ტრავმატოლოგია. დიდი განაკვეთისა და ღია ჩარევის გარეშე ბევრად მოსახერხებელია მუშაობა. ჰელსიკორის ქირურგიული ცენტრი ზუსტად უახლესი მეთოდებით მუშაობს.
სახსრების ანთება არის ინფექციური გართულება - ართრიტი. ინფექციური ანთება საჭიროებს გახსნას, კერის გახსნას, გამორეცხვას და ა.შ. ართრიტი არის ინფექციური, ბაქტერიოლოგიური. გამოცდილი ტრავმატოლოგი გიორგი გოგოლაძე გვეუბნება, რომ ის შეიძლება გამოწვეული იყოს, მაგალითად, პარაზიტებით.
ართროზი არის სახსრების ხრტილების დეგენერაციული ცვლილება, რომელიც გამოიხატება ამ ხრტილოვანი ქსოვილების დაზიანებით. მას ხშირად მარილსაც ეძახიან.
ზედაპირი აღარ არის პრიალა, იწყება ძვლოვანი გადაგვარება და ძვალი ძვალზე ხახუნობს. ეს იწვევს ტკივილს, შეშუპებას, კიდურების დეფორმაციებს, მოძრაობის შეზღუდვას და ა.შ.
ართროზული ცვლილებები არის 3 ხარისხის - პირველი, მეორე, მესამე სტადიის.
ტრავმატოლოგი გიორგი გოგოლაძის თქმით, პირველ სტადიაზე შესაძლებელია მკურნალობა ინექციებითა და წამლებით. მეორე-მესამე სტადია არის უკვე საოპერაციო. რაც უფრო ადრე მიმართავს პაციენტი ექიმ-ტრავმატოლოგს, მით უფრო შესაძლებელია ამ სტადიების შენელება. თუმცა ეს არის პროგრესირებადი პროცესი, ხოლო პროგრესი რა ვადაში გაიწელება ეს დამოკიდებულია მკურნალობაზე. ამიტომ, პაციენტმა არ უნდა გადადოს მკურნალობა, რადგან პრობლემის ადრე აღმოჩენის შემთხვევაში ტრავმატოლოგია ძალიან ეფექტურია.
ართროზული ცვლილებები იწყება ყრუ ტკივილებით. უმიზეზოდ. მოძრაობის დროს, ჩაკუზვისას, ფეხის მოხრისას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროგრესირდება ყრუ ტკივილები. ეს შეიძლება მოხდეს სწრაფად, ან ნელა. შეიძლება 1 თვე, ან 1 წელი დასჭირდეს ამ პროგრესს.
ნებისმიერი ტკივილის შემთხვევაში, რომელიც მიმდინარეობს უმიზეზოდ, ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
ტრავმატოლოგი ჩაერთვება საქმეში. ის გამოიკვლევს რენტგენით. როცა უკვე ძლიერი ტკივილები და დეფორმაციები იწყება, ეს ნიშნავს, რომ შორს წასული პროცესია. შესაბამისად, ჩარევა რთულია და პროგნოზიც უფრო ცუდია. ასე რომ, ნებისმიერ ტკივილის შემთხვევაში, რომელიც 2-3 კვირა გრძელდება, აუცილებლად საჭიროა საუკეთესო ტრავმატოლოგი. ის გამოკვლევა რაშია საქმე - დაადგენს ტკივილის მიზეზს.
როგორც უკვე ვახსენეთ, კლინიკა “ჰელსიკორი” თანამედოვე მეთოდებს იყენებს ეფექტური მკურნალობისთვის. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ინვაზიური ჩარევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რა დროსაც ქსოვილებზე გავლენა მინიმალურია. ამიტომაც, ინვაზიური ჩარევა იძლევა საშუალებას რებილიტაციის პროცესი ძალიან მოკლე და უმტკივნეულო იყოს.
დასკვნის სახით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ტრავმატოლოგია ბევრ პათოლოგიასა და გართულებას მოიცავს. ყველა საუკეთესო ტრავმატოლოგი ნებისმიერ ადამიანს ურჩევს, რომ ტკივილის შემთხვევაში დროულად მიმართოს სპეციალისტს, რათა თავიდან აიცილოს დაავადების პროგრესირება.
კლინიკის უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგია ძალიან დიდ როლს თამაშობს დაავადების კერების აღმოჩენაში. უახლესი მეთოდები კი ოპერაციულ ჩარევებს ძალიან ამარტივებს, ხოლო რეაბილიტაციის დროს კი ამცირებს.
მოტეხილობის მკურნალობის გარდა, თუ დამატებითი ინფორმაცია დაწირდათ გულის დაავადების მკურნალობასა ან შაქრიანი დაიბეტის მკურნალობაზე, შეგიძლიათ მითითებული პოსტები წაიკითხოთ. ზოგჯერ, დაავადება გამოწვეულია ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მიზეზების გამო. ამ დროს პაციენტის ინფორმირებულობაც აუცილებელია. ამ გზით ექიმი გაცილებით მარტივად აღწევს სასურველ შედეგს.
კლინიკა ჰელსიკორი გისურვებთ ჯანმრთელობას!