ორთოპედია და მოტეხილობის მკურნალობა, კისრის მალების სტრუქტურა

2022-10-11

ორთოპედია და მოტეხილობის მკურნალობა ეფექტური გზებით

ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა ჰელსიკორის ტრავმატოლოგიური განყოფილება უზრუნველყოფს სრულ სამკურნალო სერვისს. ეს სერვისი მოიცავს როგორც სხეულის ნებისმიერი სეგმენტის მწვავე ძვლის მოტეხილობის მკურნალობა, აგრეთვე ორთოპედიას.

ჰელსიკორის აღჭურვილობა სისტემატურად ახლდება. კლინიკაში არის უმაღლესი სტანდარტების მქონე საოპერაციო ოთახი, მაღალ ტექნოლოგიური საოპერაციო მაგიდა, რენტგენ-აპარატი და ყველა საჭირო ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს სრულფასოვან მკურნალობას ნებისმიერი სირთულის მოტეხილობის, თუ გართულების  დროს.  

მეცნიერება ტრავმატოლოგია

ტრავმატოლოგია ისეთი დარგია, სადაც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიებს. რაც უფრო უკეთესადაა კლინიკა აღჭურვილი, მით უფრო ხარისხიანია ოპერაციული ჩარევა. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალ გუნდს. ჰელსიკორში არაერთი გამოცდილი ტრავმატოლოგი და ორთოპედი ოპერირებს.

ამიტომ, კლინიკა ჰელსიკორი, როგორც საქართველოში, ასევე მთელ ამიერკავკასიის რეგიონის მასშტაბით მოწინავეა თავის სფეროში.

მოვინახულეთ კლინიკის ტრავმატოლოგიური განყოფილება და ვესაუბრეთ მის ხელმძღვანელ გიორგი გოგოლაძეს. მიმოვიხილეთ მკურნალობის მეთოდები, მოტეხილობებისა და გართულებების ტიპები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც ტრავმატოლოგია მოიცავს.

რა არის ორთოპედია

ორთოპედია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის საყრდენ სამოძრაო აპარატის დეფორმაციებს, დაზიანებებს, მათ პროფილაქტიკას და მკურნალობას. ზოგიერთ ქვეყანაში ორთოპედია და ტრავმატოლოგია ერთ სამედიცინო დისციპლინადაა გაერთიანებული.

ორთოპედიული დაავადებები მრავალფეროვანია. მასში შედის ზედა კიდურები, ქვედა კიდურები, თანდაყოლილი დეფორმაციები, პათოლოგიები, სახსრის დაავადებები, ართროზები, როგორც მუხლის სახსრის, ასევე მენჯ-ბარძაყის სახსრის დაავადებების მკურნალობა, რასაც ორთოპედი იღებს საკუთარ თავზე.

როგორც კონსერვატული, ასევე ოპერატიული, რაშიც შედის მსხვილი სახსრების ენდოპროტეზირება - მუხლის სახსრის, მენჯ-ბარძაყის სახსრის და ასე შემდეგ.

ორთოპედიულ დაავადებებებიდან, მაგალითად, ართროზი ძირითადად არის როგორც თანდაყოლილი პათოლოგია, არის ასევე შეძენილი, პოსტ-ტრავმული პათოლოგია, რაშიც იგულისხმება სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების დაზიანება.

ორთოპედიული ჩარევა ნიშნავს სახსრების გამოცვლას ხელოვნური შიდა პროტეზით. ეს არის ძირითადად მენჯ-ბარძაყის სახსარი და მუხლის სახსარი. 

ასევე, ოპერაციული ჩარევა საჭიროა თითებისა და ტერფების დეფორმაციის დროს. ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია ქალებში. ჰელსიკორი ოპერირებს თანამედროვე მეთოდებით: მცირე განაკვეთით, თანამედროვე ფიქსატორებით. სხვა სტანდარტულ მეთოდებთან შედარებით რეაბილიტაციის ვადები ზუსტად ამ უახლესი მეთოდებისა და ტექნიკის გამო ძალიან  დაჩქარებულია.

ზოგადად, ტერფის დეფორმაციები გენეტიკურადაა განპირობებული. ამ პათოლოგიის დაახლოებით 90% ქალებში გვხვდება. ეს გამოწვეულია როგორც გენეტიკური ფაქტორებით, ასევე ცხოვრების წესით - მაღალი ქუსლები ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორია.

ამბულატორიულ საავადმყოფო ჰელსიკორში კიდურების დეფორმაციების გასწორება, დაგრძელება, დამოკლება  სხვადასხვა მეთოდებით ხდება. როგორც გარეგანი ფიქსაციით, ასევე შინაგანი ფიქსაციით.  რომელი მეთოდია საჭირო ეს დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე, ამას ორთოპედ-ტრავმატოლოგი გადაწყვეტს.

ძვლის მოტეხილობა

ფეხის მოტეხილობა და მისი ოპერაცია

ტრავმატოლოგიური პათოლოგიები თავისთავად მოიცავს სხვადასხვა მოტეხილობებს. ერთ-ერთი ასეთია მრავალფრაგმენტული მოტეხილობა, იგივე დამსხვრეული მოტეხილობა. ასევე ღია მოტეხილობა - როცა დაზიანებულია ღია ქსოვილები. ესენი სხვადასხვა სირთულის სახეობებია. პათოლოგიური ნიშნავს, რომ პრობლემა განვითარდა პათოლოგიური კერის საფუძველზე. პათოლოგიური კერა არის - სიმსივნე, მეტასტაზური კერა (ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს ონკოლოგი ბესიკ აბშილავა).

ბუნებრივია ამ დროს ტრავმატოლოგი ერთვება საქმეში. პაციენტს აღმოუჩნდება დახმარება, მაგრამ შემდეგ ძირითადად ონკოლოგის საქმეა. ვინაიდან, სხვადასხვა მიზეზების გამო ტრავმატოლოგია აღარაა კომპეტენტური. 

არსებობს ნებისმიერი სირთულის მოტეხილობები: არის რთული, ნაკლებად რთული, დამსხვრეული, ღია - ყველას თავისი მიდგომა სჭირდება. ჰელსიკორის სპეციალისტები დეტალურად იკვლევენ ყველა პრობლემას, რის შემდეგ შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას.

ფეხის მოტეხილობა

მძიმე მოტეხილობის შემთხვევაში ფეხი ხშირად უცნაურ ფორმას იღებს. ზოგჯერ  შეიძლება ძვალი კანის გარეთაც კი გამოვიდეს. ფეხის მოტეხილობა ძლიერი ტკივილებით, შეშუპებით, ან დალურჯებით ხასიათდება.  

ფეხის მოტეხილობა შეიძლება ძალიან გართულდეს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რიგ ფაქტორებზე - მოტეხილობის ადგილმდებარეობა, რა მიზეზით მოხდა ძვლის მოტეხილობა და ხო არ დაზიანდა გარშემო არსებული ქსოვილი. 

მოტეხილობის მკურნალობა - ოპერაცია

მოტეხილი ძვლის ოპერაცია

ღია მოტეხილობა არის რბილი ქსოვილების დაზიანება. ნებისმიერი სეგმენტის დაზიანება შეიძლება იყოს ღია. მაგალითად, ძვალი რომ გახევს კანს და გამოდის, ან გარედან დარტყმით მიღებული ტრავმა მისი სიძლიერიდან გამომდინარე აზიანებს ქსოვილს და ამას ეწოდება ღია მოტეხილობა.

გამოცდილი ტრავმატოლოგი გვეუბნება, რომ ოპერაციული მკურნალობა ძირითადად საჭიროა მწვავე მოტეხილობების დროს - ნებისმიერი მოტეხილობა ცდომით საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას. ოპერაცია გულისხმობს დაფიქსირებას, ჯერ გასწორებას და შემდეგ სტაბილურ ფიქსაციას. ეს როცა მოტეხილობა ცდომით არის, როცა ცდომის გარეშეა, მაშინ დასაშვებია კონსერვატული მკურნალობა თაბაშირით და ფიქსაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

ტრავმატოლოგია ისეთი მიმართულებაა, სადაც გენეტიკური ფაქტორი საკმაოდ მნიშვნელოვანია.  გენეტიკური პათოლოგიები ძირითადად არის ორთოპედიული პათოლოგიები. როგორც არის იგივე მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი, მუხლის სახსრის ართროზი. ტერფების დეფორმაციები ხშირ შემთხვევაში განპირობებულია გენეტიკური ფაქტორით.

გენთან ფიქსირებულ ქრომოსომებში არის ცვლილებები, რომლებიც გადაეცემა მშობლებიდან ბავშვებს და რაღაც ეტაპზე იჩენს თავს. ტრავმატოლოგი გიორგი მელაძის თქმით, რატომ და როგორ - ეს საკითხი  ბოლომდე არ არის გამოკვლეული. როგორც ჭაღარა თმა რაღაც ეტაპზე ჭაღარავდება, ან ადამიანს თმები გაცვივდება, ასევე რაღაც ეტაპზე ხრტილოვანი ქსოვილი იწყებს შეცვლას. ან იწყება თითების დეფორმაცია. 

კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მაგრამ როცა არსებობს დამატებით მაპროვოცირებელი ფაქტორები ისინი კიდევ უფრო ასწრაფებენ პრობლემის განვითარებას.

პირველადი დახმარება მოტეხილობის დროს 

ოპრთოპედია მკურნალობა

სტაციონარში პირველად დახმარებაში შედის: ზოგადი გაუტკივარება, ფიქსაცია თაბაშირის ნახვევებით. საყოფაცხოვრებო პირობებში ტრავმის დროს პირველი აუცილებელი რამ არის კიდურის ფიქსაცია. ამ დროს ნებისმიერი მყარი საგანი გამოდგება.  ეს მყარი საგანი უნდა იყოს ბინტით დახვეული მოტეხვის სეგმენტზე. აუცილებლად საჭიროა ყინული ადგილობრივად, გამაყუჩებელი, თუ არის ამის საშუალება. თავისთავად, სასწრაფოს დროულად გამოძახება არ უნდა დაგვავწიყდეს.

გაითვალისწინეთ, რომ თვითმკურნალობა დაუშვებელია ნებისმიერი დეფორმაციის, თუ ამოვარდნის დროს. არ შეიძლება სპეციალისტის გარეშე გასწორება და ტრავმატოლოგი თავად გადაწყვეტს როგორ იმოქმედოს. ნებისმიერი ტრავმის დროს, იქნება ეს მოტეხილობა, ამოვარდნა, პირველი როგორც უკვე აღვნიშნეთ საჭიროა ფიქსაცია. ამ კიდურის გაჩერება, გამაყუჩებელი და სასწრაფო. 

 

ხალხური მეთოდი

არსებობს მაზები, ნახვევები, კვერცხის საფუძველზე დამზადებული საშუალებები, ტრავმატოლოგი გიორგი გოგოლაძე ამბობს, რომ ის სკეპტიკურადაა განწყობილი ასეთი მკურნალობის მიმართ. ნებისმიერი მოტეხილობა, თუ დეფორმაცია პაციენტმა უნდა სპეციალიზირებულ კლინიკაში. ხალხური მეთოდები მოტეხილობის დროს პირიქით უარესებს საქმეს. ასე რომ, ტრავმატოლოგია არის ერთადერთი ვარიანტი.

როგორ შეიძლება თავიდან აირიდო მოტეხილობა, გართულება და ა.შ.

ექიმი გვირჩევს, რომ ზოგადად, ყველა ადამიანი უნდა იცავდეს ჯანმრთელი ცხოვრების წესს. ჯანსაღი კვება, ვიტამინები, უნდა იყოს მზეზე, რადგან მზე არის ოსტეოპოროზის  პროფილაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

დ ვიტამინი ორგანიზმში მზის დახმარებით გამომუშავდება. დ ვიტამინი პასუხისმგებელია ძვლის სიმკვრივესა და განვითარებაზე. ამიტომ, მზეზე ყოფნა აუცილებელია. 

აგრეთვე, არის ასეთი წარმოდგენა, რომ თითქოს ხაში არის კარგი მოტეხილობის დროს, რაც არასწორია. ხაში არის მძიმე პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცხიმოვანი ჩანაერთებით. ის საკმაოდ მძიმე ასათვისებელია, მითუმეტეს თუ პაციენტი მოხუცია, პირიქით უარესად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ტრავმისა და მოტეხილობის დროს დიეტაში შედის მჭლე უცხიმო ხორცი, რძის პროდუქტები, ხილი, რომელშიც არის ბევრი კალციუმი და მიკროელემენტები, რაც ხელს უწყობს შეხორცებას. 

ასაკოვან ადამიანებში ხშირია ტრავმები, რადგან მათ აქვთ ოსტეოპოროზი და ადვილად ტყდება ძვლები. შესაბამისად, ძირითად ეს ტრავმები მოხუც ადამიანებში გხვდება. რეაბილიტაცია მათთვის უფრო ხანგრძლივია, რადგან შეხორცების პერიოდი ბევრად დიდია, ვიდრე ახალგაზრდებში. 

მოტეხილობა იქნება, თუ სხვა ნებისმიერი გართულება, რასაც მკურნალობს ტრავმატოლოგია, კლინიკა ჰელსიკორის სამედიცინო ოთახებში ყველაფერს მაქსიმალური ყურადღება ექცევა. უახლესი ტექნოლოგია, პროფესიონალთა გუნდი - საუკეთესო ტრავმატოლოგი და ორთოპედი, უმაღლესი დონის სერვისი, ეს კლინიკა ჰელსიკორის მთავარი ღირსებებია.

 

როგორც ექიმი გიორგი გოგოლაძე გვეუბნება, თუ ტრავმატოლოგთან ვიზიტი დროულად მოხდება, პაციენტი არ აირჩევს სახალხო მედიცინას - სპეციალიზირებული მკურნალობითა და უახლესი მეთოდებით შედეგი იქნება მაქსიმალურად მისაღები, ხოლო რეაბილიტაციის პერიოდი კი ბევრად მცირე და მსუბუქი.