კარდიოლოგია

კარდიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი:
მამუკა ქობალავა, MD, PhD


დეპარტამენტში მკურნალობას გადიან პაციენტები გულის სხვადასხვა დაავადებებით, როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციონარულად.

განყოფილებაში თავსდებიან პაციენტები შემდეგი ჩივილებით:

  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
  • გულის უკმარისობა;
  • ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
  • პერიკარდიტი;
  • მიოკარდიტი;
  • გულის რიტმის დარღვევა;
  • გულის ტამპონადა

დეტალური ინფორმაცია თუ რა არის კარდიოლოგია, შეგიძლიათ იხილოთ ჰელსიკორის ბლოგ-პოსტებში.


ყოველდღიურად ტარდება შემდეგი კვლევები და მანიპულაციები:

  • ექოკარდიოგრაფია (როგორც ტრანსთორაკალური, ისე საყლაპავშიდა);
  • სტრეს-ექოკარდიოგრაფია დობუტამინით;
  • ექოკარდიოგრაფია კონტრასტით;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • 24 საათიანი ელექტროკარდიოგრაფია;
  • 24 საათიანი წნევის მონიტორინგი;
  • პლევრის ღრუს დრენირება;
  • პერიკარდიუმის ღრუს დრენირება