კარდიოქირურგია

კარდიოქირურგიული განყოფილება

ხელმძღვანელი: ლევან აროშიძე

 

სერვისები:

  • კორონარული არტერიების შუნტირება, სტანდარტული და მინიინვაზიური მეთოდით;
  • სარქვლების ქირურგია (გამოცვლა, შეკეთება) როგორც ღია ასევე მინიინვაზიური მეთოდით;
  • აორტის ქირურგია;
  • გულის სიმსივნეები;
  • გულის თანდაყოლილი მანკები მოზრდილებში;
  • პერიკარდიუმის დაავადებები

ზემოთხსენებული ოპერაციების სხვადასხვა კომბინაციები.

გაიგეთ მეტი თუ რა არის კარდიოქირურგია.


კარდიოქირურგია – კლინიკა “ჰელსიკორში” დაინერგა კარდიოქირურგიული ოპერაციები მინი ინვაზიური მეთოდით, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ნოუ-ჰაუს თანამედროვე კარდიოქირურგიაში, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ეს უნიკალური მეთოდი სრულიად ორიენტირებულია პაციენტის საჭიროებებზე და მინიმუმადე დაჰყავს პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი. კლინიკა „ჰელსიკორში“ მინი ინვაზიური მეთოდით ტარდება აორტო-კორონარული შუნტირებისა და სარქვლოვანი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა. ამ მეთოდის მთავარი პრიორიტეტი იმაში მდგომარეობს, რომ ჭრილობა კეთდება არა მკერდის ძვლის გაკვეთით, არამედ 5-7 სმ-ზე ნეკნთაშუა სივრცეში, რაც მკვეთრად ამცირებს პოსტოპერაციული გართულებების რისკებს. პრაქტიკულად არ არის სისხლის დანაკარგი და შესაბამისად პაციენტს არ ესაჭიროება დონორის სისხლის გადასხმა. ოპერაციიდან მე-5 დღეს პაციენტთა უმეტესობა მზად არის გასაწერად.

ანგიოპლასტიკა, პერკუტანული ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა (PTCA, ან ბუშტის ანგიოპლასტიკა) ხელს უწყობს ჯანსაღი სისხლის ნაკადის აღდგენას გულში, ცხიმოვანი დაფებით შევიწროებული არტერიების გახსნით.