2024-04-27
ალერგია ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოუვლინდეს, სეზონური ალერგიები თავს ძირითადად გაზაფხულზე იჩენს, თუმცა ის ზამთრის შუა პერიოდიდან იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება.
გამონადენი ცხვირიდან, ცრემლდენა, ქავილის შეგრძნება თვალის, ცხვირ-ხახის არეში, ყელში და სხეულზე, სპაზმური ხველა, ცემინება, ბრონქოსპაზმის განვითარება - მანიშნებელია იმისა, რომ თქვენ სეზონური ალერგია გაწუხებთ. ყოველივე ამის გამომწვევი მიზეზი ძირითადად მცენარეთა მტვერია, რომელთა ყვავილობა აღნიშნულ პერიოდს ემთხვევა (ხე, ბალახი, მარცვლეული, სარეველები).
საქართველოში არსებული სტატისტიკით საზოგადოების 40 % -ს აწუხებს აღნიშნული პრობლემა. მნიშვნელოვანია დროული რეაგირება და დადგენა თუ რა არის ალერგიის გამომწვევი მიზეზეი, ამის მერე კი შესაბამისი მკურნალობის კურსის გავლა. შესაძლებელია მკურნალობა იყოს მოკლე პერიოდში გაწერილი ან ის საჭიროებდეს ხანგრძლივ კურსს, რათა არ მოხდეს ალერგიის გამწვავება და ისეთი დაავადებებით გართულება, როგორიც არის: ასთმა, ფრონტიტი, ჰაიმორიტი.