2021-10-16

რა კავშირშია შაქრიანი დიაბეტი თვალის დაავადებებთან

არის შემთხვევები, როდესაც ოფთალმოლოგი ხდება პირველი ექიმი, რომელიც პაციენტს ამცნობს იმის შესახებ, რომ მას აქვს დიაბეტი, თვალის ფსკერის დათვალიერების შემდეგ.

გთავაზობთ ინტერვიუს ოფთალმოლოგ ზურა ღლონტთან:

რა კავშირშია შაქრიანი დიაბეტი თვალის დაავადებებთან?

რამდენიმე კვლევის საფუძველზე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა რომ ყოველდღიურად 10 000 ნაბიჯის გადადგმა საგრძნობლად ამცირებდა დიაბეტის განვითარების რისკს. ეს ნაწილობრივ სწორიცაა - რადგან ნებისმიერი, თუნდაც დაბალი ინტენსივობის ვარჯიში კარგია ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ინსულინის მიმართ მგრძნობელობის მოსამატებლად და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შესამცირებლად შესაძლებელია, რომ 5000 ნაბიჯიც საკმარისი იყოს. ეს დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, წონაზე, სიმაღლესა და მეტაბოლიზმე.

დაავადება შაქრიანი დიაბეტი აზიანებს თითქმის ყველა ორგანოს, მათ შორის - თვალს. დიაბეტიან პაციენტებში ერთერთი ყველაზე ხშირი გართულებაა - დიაბეტური რეტინოპათია.

 

როგორია დიაბეტური რეტინოპათის მიმდინარეობა?

სისხლში გლუკოზის მაღალი კონცენტრაცია აზიანებს სისხლძარღვებს ბადურა გარსზე - რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება ან სრული სიბრმავეც კი. დიაბეტური რეტინოპათია საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შემდგომ ეტაპზე ბადურა გარსზე ჩნდება მიკრო და მაკრო ანევრიზმები, ექსუდატები, სისხლჩაქცევები, მაკულის დიაბეტური შეშუპება და ა.შ. მხედველობის უეცარი ან პროგრესირებადი დაქვეითება, გაორება, მხედველობის არეში მცურავი შემღვრევების არსებობა, ფერადი მხედველობის დაქვეითება შეიძლება იყოს დიაბეტური რეტინოპათიის სიმპტომი.

 


შესაძლებელია დაავადების შეჩერება და სრულად განკურნება?
 

დიაბეტური რეტინოპათიის ადრეული გამოვლენა უმნიშვნელოვანესია. გართულებების 90% შეჩერება და მკურნალობა შესაძლებელია თუ დროულად მოხდა დიაგნოსტირება. ფუნდუს ფოტოგრაფიითა და ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფიის მეშვეობით ექიმს საშუალება აქვს დააკვირდეს რა სიხშირით პროგრესირებს დაავადება, ხოლო გართულების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

დიაბეტის მართვაში ოფთალმოლოგის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ენდოკრინოლოგის მიერ დანიშნული მკურნალობის მიუხედავად - დაავადება მაინც პროგრესირებს - ეს შეიძლება მიგვანიშნებდეს იმას, რომ საჭიროებს უფრო აგრესიულ მკურნალობას ან პაციენტი ზედმიწევნით სწორად არ ასრულებს დანიშნულებას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ გლუკოზის და ზოგადად დიაბეტის მართვა არ არის გარანტი იმისა, რომ დიაბეტური რეტინოპათია არ განვითარდება. ამიტომ რეკომენდებულია ოფთალმოლოგთან კონსულტაცია ყოველ 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ.


რა კვლევებია საჭირო დიაბეტური რეტინოპათიის გამოსავლენად და მის სამართავად?


ჩვენი კლინიკა პაციენტებს სთავაზობს სრულ ოფთალმოლოგიურ კვლევას. მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა, სათვალის ან კონტაქტური ლინზის მორგებას. თვალშიდა წნევის გაზომვა. თვალის წინა და უკანა სეგმენტის დათვალიერებას და სხვა საჭირო კვლევებს.

დიაბეტური რეტინოპათიის მართვისთვის ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე საჭირო კვლევა არის ფუნდუს ფოტოგრაფია. ჩვენს კლინიკაში შესაძლებლობა გვეძლება ფოტოზე აღვბეჭდოთ ბადურა გარსი და მხედველობის ნერვის დისკი. ხილული მიკროანევრიზმების, სისხლჩქაცევებისა და ბადურის სხვა პათოლოგიებიებს დავაკვირდეთ ვიზიტიდან ვიზიტამდე - გარკვეული დროის განმვალობაში მიმდინარე ცვლილებებს.