2026-02-24

პირველად საქართველოში პულსური ველით აბლაცია (PFA-Pulsed Field Ablation) კლინიკა ჰელსიკორში!

ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა ჰელსიკორი არის პირველი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, რომელიც პაციენტებს სთავაზობს ამ უნიკალურ და ყველაზე თანამედროვე აბლაციის მეთოდს.

პულსური ველით აბლაცია არ იყენებს ტემპერატურას აბლაციისთვის, ამ შემთხვევაში გამოიყენება ძალიან ხანმოკლე (მიკროწამების, ნანოწამების ხანგრძლივობის) ელექტრული იმპულსები, რაც იწვევს მხოლოდ სამიზნე ქსოვილის აბლაციას და არ ზიანდება მიმდებარე სტრუქტურები.

მრავალი კვლევით დადასტურებულია პულსური ველით აბლაციის როგორც უსაფრთხოება, ასევე შედეგიანობა ტრადიციულ, თერმულ აბლაციის მეთოდებთან შედარებით.

პროცედურა გაცილებით ხანმოკლეა, რეაბილიტაცია მეტად სწრაფი და პაციენტი ხანმოკლე დროში უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას.