ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხემძღვანელი
ბოლო ათეული წელია კარდიოლოგია ელვის სისწრაფით ვითარდება. თანამედროვე მეთოდები სისტემატურად ინერგება ამ სფეროში. ამიტომ, ყველა საუკეთესო კარდიოლოგი მაქსიმალურად ერგება ახალ გამოწვევებს და უფრო ეფექტური მეთოდებს იყენებს პრაქტიკაში.
ირაკლი გოგორიშვილი 1999 წლიდან მკურნალობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ეს უდიდესი ცოდნა და გამოცდილება დღეს უკვე ყველაზე თანამედროვე მიდგომას - ინტერვენციულ კარდიოლოგიას ხმარდება.
ის და კლინიკა “ჰელსიკორი” პიონერია ამ დარგის საქართველოში დანერგვაში და დღესაც მოწინავეა ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდების განვითარებაში.
კარდიოლოგთან დროული ვიზიტი ხშირად იმის გარანტია, რომ მხოლოდ კონსულტაციაზე მოგიწევთ ექიმთან სტუმრობა და თავიდან აირიდებთ მძიმე ჩარევებს, თუნდაც ოპერაციას. სამწუხაროდ, პაციენტები მხოლოდ მაშინ მიდიან კარდიოლოგთან, როცა სიტუაცია უკვე კრიტიკულია.
ასე რომ, არ გადადოთ კარდიოლოგთან ვიზიტი. თავიდანვე გამოავლინეთ არსებული პრობლემები და მარტივად გადაჭერით ისინი.
ექიმთან ჩაწერას შეძლებთ საკონტაქტო გვერდიდან ან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ვებგვერდზე მითითებულ ნომერზე.
სპეციალობა: კარდიოლოგი
სამეცნიერო ხარისხი: მედიცინის აკადემიური დოქტორი
სამუშაო ადგილი/თანამდებობა: ისრაელი-საქართველოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი “ჰელსიკორი”-ს ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხემძღვანელი, ექიმი კარდიოლოგი
საქმიანობის სფერო: ინტერვენციული კარდიოლოგია.
საექიმო საქმიანობის სტაჟი: 1999 წლიდან
კლინიკა ჰელსიკორი და ექიმი ირაკლი გოგორიშვილი გისურვებთ ჯანმრთელობას!