სტომატიტი და პირის ღრუს დაავადებები

2022-11-29

სტომატიტი და ჰერპესი - მკურნალობა სწორი მეთოდებით

სტომატიტი ეს არის ზოგადი ტერმინი, რომელიც აერთიანებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებად დაავადებებს. წყლული გხვდება ლოყებზე, ღრძილებში, ტუჩების შიგნით, ენაზე.

არსებობს ორი ძირითადი ფორმა: ჰერპესული და აფთოზური სტომატიტი.

ორივე მათგანი განსხვავებული სიმპტომატიკით ხასიათდება. ჰერპესული სტომატიტი ჰერპეს სიმპლექს 1 (HSV-1) ვირუსის ინფექციის მიერაა გამოწვეული. ის ძირითადად გავრცელებულია 6 თვიდან 5 წლამდე მცირეწლოვან ბავშვებში. HSV-1 დაკავშირებულია HSV-2 ვირუსთან, მაგრამ არ უნდა აგვერიოს, ეს არ არის ერთი და იგივე ვირუსი. HSV-2-ს მიერ გამოწვეულია გენიტალური ჰერპესი.

აფთოზური ხასიათდება მცირე ზომის წყლულებით ლოყებზე, ღრძილებზე, ტუჩების შიგნითა მხარეს, ენაზე. ის უფრო ხშირია  10-დან 19 წლამდე ახალგაზრდებში. აფთოზური სტომატიტი არ არის გადამდები. ის არ არის გამოწვეული ვირუსით, ამის ნაცვლად, იწყება პირის ღრუს ჰიგიენის პრობლემებით, ან ლორწოვანი გარსების დაზიანებით. ასეთებია:

  • ცხვირის დახშობის დროს, პირით სუნთქვის გამო წარმოქმნილი მშრალი ქსოვილები 
  • სტომატოლოგიური პროცესების შედეგად წარმოქმნილი დაზიანებული, ლოყის შემთხვევით ნაკბენის, ან სხვა ფაქტორების გამო
  • კბილის ბასრი ზედაპირები, სტომატოლოგიური ბრეკეტები, პროთეზები, რეტეინერები
  • ცელიაკია
  • მგრძნობელობა საკვების მიმართ: მარწყვი, ყავა, ციტრუსი, კვერცხი, შოკოლადი, ყველი, თხილი
  • ალერგიული რეაქცია პირის ღრუს გარკვეულ ბაქტერიებზე
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები
  • აუტოიმუნური დაავადებები, რომლებიც თავს ესხმიან პირის ღრუს უჯრედებს
  • აივ/შიდსი
  • დასუსტებული იმუნური სისტემა
  • ვიტამინი B-12, ფოლიუმის მჟავა, რკინის, თუთიის დეფიციტი
  • გარკვეული მედიკამენტები
  • სტრესი
  • Candida albicans ინფექცია


სტომატიტის სიმპტომები

სტომატიტი და მისი მკურნალობა

ჰერპესული სტომატიტი სხვადასხვა ნიშნებით ვლინდება. როგორც წესი, ის ჩნდება მრავლობითი ბუშტუკების სახით. გვხდება სხეულის ნაწილებზე:

  • ღრძილები
  • სასა
  • ლოყები
  • ენა
  • ტუჩის საზღვარი

ბუშტუკები ართულებენ ჭამას, დალევას, გადაყლაპვას. თუ პაციენტისთვის დალევა ძალიან რთულდება, ამ დროს არსებობს დეჰიდრატაციის რისკი.  სიმტპომები ასევე გამოხატულია ღრძილების შეშუპებით. ხშირად ჰერპესი  პაციენტის გაღიზიანების მიზეზია.

როგორც აღვნიშნეთ, ჰერპესი ძალიან გავრცელებულია ბავშვებში. თუ თქვენი შვილი გაღიზიანებულია, არ ჭამს,  არ სვამს, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ მას ჰერპესული სტომატიტის სიმპტომები აქვს.

ცხელება არის HSV-1 ინფექციის კიდევ ერთი სიმპტომი. ამ დროს სიცხე რიგ შემთხვევაში 40°C-მდე აღწევს. ცხელება ჩნდება ბუშტუკების გამოჩენამდე რამდენიმე დღით ადრე. ბუშტუკების გაჩენის შემდეგ მათ ადგილას წყლულები შეიძლება ჩამოყალიბდეს. არსებობს რისკი, რომ განვითარდეს ამ წყლულების მეორადი ინფექციები. მთლიანი ინფექცია გრძელდება დაახლოებით შვიდიდან ათ დღემდე.

აფთოზური სტომატიტი ხასიათდება მრგვალი, ოვალური წყლულებით წითელი, ანთებითი საზღვრით. შუა ნაწილი ჩვეულებრივ თეთრი, ან ყვითელია. წყლულების უმეტესობა პატარა ზომისაა, ოვალურია და ერთი-ორი კვირის განმავლობაში გადის. უფრო დიდი, არარეგულარული წყლულები ზოგჯერ სერიოზულ დაზიანებებს იწვევს. მათ განკურნებას ექვსი, ან მეტი კვირა სჭირდება. დიდი წყლულები ნაწიბურებსაც ტოვებენ პირში.

ხანდაზმულებს შეიძლება განუვითარდეთ ისეთი რამ, რასაც ჰერპეტიფორმული წყლული ჰქვია. ჰერპეტიფორმული წყლულები პატარა ზომისაა, მაგრამ გვხვდება დიდი რაოდენობით - 10-დან 100-მდე. ისინი ორ კვირაში ინკურნება.


სტომატიტის მკურნალობა - ძირითადი მეთოდები

სტომატიტის მკურნალობის მეთოდები, სურათზე ექიმი ბავშვს ხსნარს ასხურებს

პირის ღრუს წყლულები, როგორც წესი, არ გრძელდება ორ კვირაზე მეტ ხანს. ხშირ შემთხვევაში სტომატიტის მკურნალობა სახლის პირობებში არის შესაძლებელი, მაგრამ თუ დაავადება დიდი ხნის გამავლობაში არ გადის, აუცილებლად ეჩვენეთ პროფესიონალს. ის სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტს მკურნალობის მეთოდს. 

შემდეგი სტრატეგიები დაგეხმარებათ პირის ღრუს წყლულების ტკივილისა და ანთების შემსუბუქებაში:

  • მოერიდეთ ცხელ სასმელებს, საკვებს. ასევე მარილიან, ცხარე საკვებს.
  • გამოიყენეთ ტკივილგამაყუჩებლები
  • თუ პირის ღრუს დამწვრობა გაქვთ, დალიეთ გრილი წყალი, ან გამოიყენეთ  ყინულის ნაჭრები.

ზოგადად გამოიყენება შემდეგი საშუალებები:

  • სხვადასხვა დაბალპროცენტიანი ხსნარით პირის ღრუს გამორეცხვა;
  • ანტიბაქტერიული საშუალებები;
  • ვირუსების, სოკოს საწინააღმდეგო მალამოები;
  • ეპითელიუმის შესახორცებელი პრეპარატები;
  • ფიზიოთერაპია

სტომატიტის გელი და წამალი ექიმის მიერ ინიშნება. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ არ მიიღოთ არცერთი მედიკამენტი ექიმის გარეშე.

ვირუსი პირის ღრუში
ფურაცილინი - სტომატიტის წამალი

გართულებებიდან გამომდინარე, პაციენტს ზოგჯერ ენიშნება სუსტი ქიმიური ანტისეპტიკები, როგორებიცაა - ქლორჰექსიდინი, ფურაცილინი. 

ფურაცილინი არის ანტისეპტიკური საშუალება. გამოიყენება გარეგანად ჩირქოვანი ანთებითი პროცესების მკურნალობა პროფილაქტიკისთვის. პრეპარატით მკურნალობენ ჭრილობებს, ნაწოლებს, წყლულოვანი დაზიანებებს, II და III ხარისხის დამწვრობებს. 
ზოვირაქსი ასევე არის სტომატიტის წამალი. რეალურად ზოვირაქსი ანტივირუსილი პრეპარატია, რომელიც ჰერპესული სტომატიტის სამკურნალო კარგი საშუალებაა. ამ პრეპარატის მიღება ამცირებს ინფექციის ხანგრძლივობას.

აფთოზური სტომატიტი, როგორც წესი, არ არის მძიმე, შესაბამისად არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას. პაციენტს თუ ძალიან ტკივა, ან დიდი წყლულები აქვს, ამ დროს რეკომენდირებულია ადგილობრივი სტომატიტის გელი ბენზოკაინის (Anbesol, Zilaktin-B), ან სხვა დამამშვიდებელი აგენტით.

წყლულების შეხორცებას თუ დიდი დრო სჭირდება, ან მას თან ახლავს ცხელება, ყველა ასეთ შემთხვევაში სამედიცინო დახმარებაა აუცილებელი. წყლული თუ ისევ გაუჩნდა პაციენტს, ამან ჯანმრთელობის უფრო სერიოზული პრობლემა შეიძლება წარმოქმანს. ამიტომ ასეთ დროს არაა რეკომენდირებული სახლში სტომატიტის მკურნალობა. თვითნებურად არ მიიღოთ სტომატიტის წამალი და  აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

დაავადების სამკურნალო გელი 

ექიმის დანიშნულებით მოიხმარება სპეციალური სტომატიტის გელი, ანტიმიკრობული, ან ანტიალერგიული პრეპარატები.

ძლიერი ტკივილის დროს კარგი ვარიანტია სტომატიტის გელი - ადგილობრივი ლიდოკაინი. გელის კომპონენტები ხელს უწყობენ ქსოვილების რეგენერაციას. მათ გააჩნიათ შემამსუბუქებელი, ისევე როგორც ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

ლიდოკაინში არსებული მეთილურაცილი აღადგენს ეპითელიუმს, აქვს დადებითი გავლენა ნუკლეინის მჟავას მეტაბოლურ პროცესებზე ლორწოვანის ქსოვილებში, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ხელს უწყობს იმუნიტეტის აღდგენას.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი როგორც კი ლორწოვან გარსში შეაღწევს, ის გროვდება ნერვულ დაბოლოებებში, ასევე ტკივილის რეცეპტორებში. ლიდოკაინი უზრუნველყოფს ადგილობრივ ანესთეზიას ლორწოვანში.

HSV-1 ინფექცია შეიძლება განვითარდეს და დაიწყოს თვალის ინფექცია, რომელსაც ჰერპეტური კერატოკონიუნქტივიტი ეწოდება. ეს არის სერიოზული გართულება და სიბრმავის ერთ-ერთი წინაპირობა. დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალობას, თუ თქვენ გაქვთ თვალის ტკივილი, ბუნდოვანი ხედვა, ან თვალებიდან გამონადენი.


სტომატიტის მკურნალობა სახლის პირობებში 

შეხორცება რომ დაჩქარდეს, ან შემდგომი ინფიცირების რისკმა დაიწიოს, ამისთვის კარგია გვირილის, კალენდულას, სალბის, მუხის ქერქის სავლებები. ასევე კარგი საშუალებაა სოდიანი წყლის გამოვლება. 

სოდიანი წყალი

სოდიანი წყლის გამოვლება სტომატიტის დროს

რეალურად მცირე ზომის წყლულები ქრებიან სოდიანი წყლის გამოვლების შემდეგ, თუმცა, სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ამ პროცედურებს დაავადების დიდხანს შეჩერება არ შეუძლია. პაციენტს ხშირად უვითარდება არაერთი გართულება. ზოგჯერ კი სტომატიტის ქრონიკული ფორმა, რომელიც გამოიხატება სხეულის ტემპერატურის მომატებით, ლორწოვანი გარსის ღრმა ტოტალური დაწყლულებითა და  ჩირქოვანი ნადების გაჩენით.


რა არ უნდა ჭამო სტომატიტის დროს

მოერიდეთ ცხარე, ან ხრაშუნა საკვების ჭამას. მიირთვით ცივი საკვები, როგორებიცაა ნაყინი, იოგურტი. მოერიდეთ მაღალი მჟავიანობის შემცველ წვენებს, როგორიცაა ფორთოხლის, გრეიფრუტის, მოცვის წვენები. დალიეთ ბევრი სითხე დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.

მიირთვით რბილი საკვები, კარტოფილის პიურე, მოხარშული ბოსტნეული, სუფთა ბულიონის სუპები, ხაჭო. 


ჰერპესი - ყველაზე გავრცელებული ფორმები

ჰერპესი ტუჩზე

ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 90% ინფიცირებულია ამ ვირუსით. ჰერპესი ბუდობს ადამიანის ორგანიზმში. ის ადამიანის სხეულის სხვადასხვა ადგილზე პერიოდულობით იჩენს თავს : პირი, პირის ღრუს მიდამოები, გენიტალიებზე, თვალის გარშემო და ა.შ.

ორალური - იგივე “ჰერპესი ტუჩზე”

ჰერპესი მამაკაცის ტუჩზე

არაერთი კვლევის მიხედვით, ამერიკელი მოზარდების 80%-მდე აქვს ტუჩის ჰერპესი.

უპირველეს ყოვლისა, ის გამოწვეულია HSV-1-ით, თუმცა შესაძლებელია პირის ირგვლივ HSV-2 ინფექციის არსებობაც.

ადამიანმა შესაძლოა პირველად იგრძნოს ქავილი, წვა, ან ჩხვლეტა პირის, ტუჩების, ენის გარშემო. მოგვიანებით, ამ ადგილებში ვითარდება პატარა ბუშტუკები.

წყლულების გაჟონვიდან დაახლოებით 4-6 დღეში ისინი იწყებენ შეხორცებას. ჰერპესი ტუჩზე შეიძლება ორიდან სამ კვირამდე აწუხებდეს ადამიანს. გენიტალური ჰერპესი კი ხშირად უფრო ხარნგრძლივია - დაახლოებით ორიდან ექვს კვირამდე გრძელდება.

გენიტალური ჰერპესი - სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, გენიტალური ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა(STI). ყოველწლიურად დაახლოებით 572,000 ახალი ინფექცია ვითარდება.

გენიტალური ჰერპესი შეიძლება იყოს უსიმპტომო, ან მხოლოდ მსუბუქი ფორმებით იჩინოს თავი. ადამიანების უმეტესობამ ზოგჯერ არც იცის, რომ მას აქვს ეს დაავადება. გენიტალური ჰერპესის მქონე 14-49 წლის ასაკის ადამიანებში დაახლოებით 87.4%-ს არ აქვს კლინიკური დიაგნოზი.

დამახასიათებელი სიმპტომებია მცირე ბუშტუკოვანი დაზიანებები. ჩვეულებრივ გვხვდება სასქესო ორგანოების, სწორი ნაწლავის, ან პირის ღრუს გარშემო. სითხით სავსე ბუშტუკები იშლება, გადაიქცევა პატარა, მტკივნეულ წყლულებად, რომლებიც შეიძლება ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ორიდან ოთხი კვირის მანძილზე.

ვულგარული პემგიფუსი

ვულგარული პემფიგუსი პირში

როდესაც ვსაუბრობთ ბუშტუკებზე, უნდა ვახსენოთ ვულგარული პემფიგუსი. ეს უცნაური ბუშტუკები შეიძლება ვინმეს სტომატიტი ეგონოს და სტომატიტის მკურნალობა დაიწყოს. ზუსტად ამიტომ სხვადასხვა სახის ბუშტუკები არ უნდა იყოს არასერიოზულად აღქმული და საჭიროა სპეციალისტის ჩართვა.

ვულგარული პემფიგუსი მძიმე ავტოიმუნური დაავადებაა. ის ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსებზე ბუშტოვანი გამონაყარით. ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს ეპიდერმისის ცილა დესმოგლეინის წინააღმდეგ. რატომ ხდება ეს პროცესი ჯერ გაურკვეველია მეცნიერებისთვის. ეპიდერმისი ცილა ეპიდერმისის უჯრედების შეწებებაზეა პასუხისმგებელია. ორგანიზმის შეტევას გამო კი დესმოგლეინი იშლება, შედეგად უჯრედები ერთმანეთზე აღარაა მიწებებული და წარმოიქმნება ბუშტები.

მკურნალობა ტარდება სისტემური კორტიკოსტეროიდებით. ასევე გამოიყენება ადიუვანტური პრეპარატები, რომლებიც ზრდის ძირითადი პრეპარატის ეფექტურობას. 

მიუხედავად იმისა, რომ სტომატიტის მკურნალობა სახლის პირობებში არის შესაძლებელი, დაავადება ზოგჯერ უფრო ვითარდება და აუცილებელია პროფესიონალის ჩართულობა. ასე რომ, არ გადადოთ სპეციალისტთან ვიზიტი და მოერიდეთ თვითნებურად მკურნალობას.