2022-10-17
გასტროენტეროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის საჭმლის მომნელებელ ორგანოებსა და მათ დაავადებებს. გასტროენტეროლოგი მკურნალობს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გართულებებს, აქ შედის - საყლაპავის მილი, კუჭი, ნაწლავები, ღვიძლი და პანკრეასი.
საჭმლის მომნელებელი სისტემა არის ორგანოთა ჯგუფი. ისინი ერთად მუშაობენ საკვების დასაშლელად. დაშლის შემდეგ კი მის საკვებ ნივთიერებებს - ნუტრიენტებს, შთანთქავენ. პირი, საყლაპავი, კუჭი, წვრილი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი, სწორი ნაწლავი და ანუსი საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილია. თითოეულ ორგანოს აქვს გარკვეული როლი საჭმლის მონელების პროცესში.
პირი საჭმლის მომნელებელი სისტემის პირველი ნაწილია. საკვები შედის პირში და მას კბილებით ვღეჭავთ. ამ მეთოდით საკვები პატარა ნაჭრებად იშლება და მათი ათვისება ბევრად მარტივია.
საყლაპავი არის მილი, რომელიც აკავშირებს პირის ღრუს კუჭთან. ის იყენებს კუნთების შეკუმშვის მეთოდს, რომ საკვები პირიდან კუჭისკენ გადაიტანოს.
შედარება რომ მოვიყვანოთ, კუჭი არის ტომრის მსგავსი ორგანო, რომელიც ინახავს საკვებს და იწყებს საჭმლის მონელების პროცესს. საჭმლის მონელება ხდება მაშინ, როდესაც სხეული ანაწილებს საკვებს პატარა ნაჭრებად, რათა ის სისხლმა შეიწოვოს. კუჭი გამოიმუშავებს მჟავას, რომელიც ხელს უწყობს საკვების პატარა ნაწილებად დაშლას.
წვრილი ნაწლავი არის გრძელი, დახვეული მილი, რომელიც არის საჭმლის მონელების და შეწოვის მთავარი ადგილი. წვრილი ნაწლავი შთანთქავს საკვებ ნივთიერებებს საკვებიდან და აგზავნის მათ მთელს სხეულში.
მსხვილი ნაწლავი არის უფრო მოკლე, სქელი მილი, რომელიც ასრულებს საჭმლის მონელების პროცესს. მსხვილი ნაწლავი შთანთქავს წყალს საკვების ნარჩენებიდან და ინახავს მყარ ნარჩენებს, სანამ არ გამოიყოფა ორგანიზმიდან სწორი ნაწლავისა და ანუსის მეშვეობით.
სწორი ნაწლავი მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილია. ის ინახავს მყარ ნარჩენებს, სანამ ის მზად არ იქნება ორგანიზმიდან ანუსის მეშვეობით გამოიდევნოს.
აქვე, თუ კუჭის ბოტოქსის ფასი და მასთან დაკავშირებული მომსახურება დაგაინტერესებთ შეგიძლიათ ჰელსიკორის იმედი გქონდეთ.
არსებობს არაერთი ინსტრუმენტი, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ გასტოენტეროლოგებმა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. მაგალითად, ენდოსკოპი არის გრძელი, თხელი მილი. ის აღჭურვილია კამერით, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს დაინახოს თუ რა ხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შიგნით.
კოლონოსკოპია არის სამედიცინო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი იყენებს სპეციალურ ზონდს, რათა მსხვილი ნაწლავის მდგომარეობა შეაფასოს. კოლონოსკოპია მთლიანად გვაძლევს მსხვილი ნაწლავის გამოკვლევის საშუალებას.
კოლონოსკოპიური კვლევა საჭიროა ბევრი სხვადასხვა დაავადებების ვიზუალურად დათვალიერებისთვის. მათ შორისაა:
- პოლიპები
- წყლულები
- დივერტიკულები
- სიმსივნეები
- ა.შ
ასევე ზედა კუჭ-ნაწლავის (GI) ტრაქტის რენტგენოგრაფია იყენებს რენტგენის სხივებს კუჭისა და წვრილი ნაწლავის გამოსახულების შესაქმნელად. გარდა ამისა, გასტოენტეროლოგებს შეუძლიათ აგრეთვე გამოიყენონ ბიოფსიის ხელსაწყოები საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ქსოვილის ნიმუშების ასაღებად შემდგომი ანალიზისთვის.
ისრაელ საქართველოს საავადმყოფო ჰელსიკორი ყველა საჭირო ულტრათანამედროვე ხელსაწყოთია შეიარაღებული, რისი დახმარებითაც დროულად ხდება დაავადების დიაგნოსტირება.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გასტროენტეროლოგი ექიმი ირაკლი ხმალაძე 1990 წლიდან უძღვება საქმეს. ის უდიდესი გამოცდილების მქონე სპეციალისტია, რომელსაც სხვა ყველაფერთან ერთად 2018 წლის საუკეთესო ექიმის საპატიო წოდებაც უმაგრებს ზურგს.
ზუსტად ეს გამორჩეული პროფესიონალი მოგემსახურებათ კლინიკა ჰელსიკორში. მთავარია ნებისმიერი გართულების შემთხვევაში დროულად მიმართოთ სპეციალისტს. პრობლემის თავიდანვე აღმოჩენა ბევრად ამარტივებს მკურნალობის პროცეს და შედეგიც უფრო მისაღებია.