დიაბეტი და დიაბეტის გართულებები

2023-03-29

დიაბეტი და დიაბეტის გართულებები

რა არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2?

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 არის დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის ქრონიკული მატება, რაც გამოწვეულია, ერთის მხრივ, ცხომოვანი ქსოვილისა და კუნთოვანი ქსოვილის მიერ ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებით, რასაც ინსულინრეზისტენტობა ეწოდება და, მეორე მხრივ, პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფის დარღვევით

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ და მისი გამოვლენა ხდება შემთხვევით, რუტინული კვლევებისას, ან გართულებების განვითარების შემდეგ (გულ-სისხლძარღვთა, ოფთალმოლოგიური, ნევროლოგიური და სხვ.). 

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2- ხშირად თან ახლავს სხვა მეტაბოლური დარღვევებიც, როგორიცაა დისლიპიდე- მია (ქოლესტეროლის ცვლის დარღვევა), არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) და სიმსუქნე

რა გართულებები შეიძლება, განვითარდეს ტიპი 2 დიაბეტის დროს?

შაქრიანი დიაბეტი აზიანებს სისხლძარღვებს, როგორც მცირე ზომის, ისე დიდი კალიბრის სისხლძარღვებს. შესაბამისად, ვითარდება მიკრო და მაკროსისხლძარღვოვანი გართულებები

მიკროსისხლძარღვოვან ანუ მიკროვასკულარულ გართულებებს მიეკუთვნება:

დიაბეტური ნეიროპათია ტერფ(ებ)ის მიდამოში ტემპერატურული, ტკივილისა და შეხების მგრძნობელობის შეცვლა, მაგ., ტერფში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ან დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება ან დაკარგვა, ტკივილი ან წვა ფეხებში და სხვ. წლების მანძილზე მოუწესრიგებელი დიაბეტის ფონზე შესაძლოა, განვითარდეს წყლულები ტერფებზე და საჭირო გახდეს კიდურის ამპუტაციაც კი

დიაბეტური ნეფროპათია დიაბეტით გამოწვეული თირკმლის დაზიანება, რომლის დროსაც საწყის ეტაპზე ხდება თირკმელების გზით ცილის კარგვა, მოგვიანებით ეტაპზე კი მას უერთდება თირკმლის ფუნქციის დაქვეითებაც. ხანგრძლივი დროის მანძილზე მოუწესრიგებელი დიაბეტის შემთხვევევაში შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის სრული კარგვა, რომელიც საჭიროებს თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიასდიალიზს

დიაბეტური რეტინოპათია დიაბეტით გამოწვეული თვალის ბადურის დაზიანება, რომელიც გამოვლინდება მხედველობის დაქვეითებით, შორს წასულში შემთხვევებში კი შეიძლება განვითარდეს მხედველობის სრული კარგვა

მაკროსისხლძარღვოვან ანუ მაკროვასკულარულ გართულებებს მიეკუთვნება:

გულის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანება ანუ კორონარული არტერიების დაავადება, თავის ტვინის მკვებავი სიხლძარღვების დაზიანება ანუ ცერებროვასკულარული დაავადება და კიდურების მკვებავი სისხლძარღვების დაზიანება ანუ პერიფერიული არტერიების დაავადება. შედეგად, შესაძლოა განვითარდეს გულსისხლძარღვთა მწვავე გართულებები, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი ან კიდურის განგრენა

დიაბეტის მიკრო და მაკროსისხლძარღვოვანი გართულებები ვითარდება მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოუწესრიგებელი დიაბეტის შემთხვევაში, როდესაც პაციენტი წლების მანძილზე არ აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს და აღინიშნება გამოხატული მკვეთრი ჰიპერგლიკემია. როდესაც დიაბეტი კარგადმოვლილია“, ანუ შაქრის დონე სისხლში წლების მანძილზე არის სამიზნე მაჩვენებლებლების ფარგლებში, დიაბეტის გართულებები არ ვითარდება. რაც უფრო უკეთ არის მოწესრიგებული შაქრის დონე სისხლში, მით უფრო იშვიათად ან მოგვიანებით ვითარდება დიაბეტისთვის დამახასიათებელი სისხლძარღვოვანი გართულებები