2022-07-18
მოგვეხსენება, რომ გული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ორგანოა. სამწუხაროდ, მასთან დაკავშირებული პრობლემები მოწინავეა ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებასა და სიკვდილიანობაში.
ხშირად, ეს დაავადებები გამოწვეულია არაჯანსაღი ცხოვრების წესით, ექიმებთან დაგვიანებული ვიზიტით და სპეციალისტების რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობით.
ამ თემის ირგვლივ მოსახლეობის ინტერესი ყოველთვის დიდია. ამიტომ ჩვენ ისრაელი-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკის, ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ - ირაკლი გოგორიშვილს ის კითხვები დავუსვით, რომლითაც ყველაზე ხშირად ინტერესდებიან ადამიანები.
სარჩევი
კარდიოლოგია მკურნალობს გულისა და დიდი მაგისტრალური სისხლძარღვების პათოლოგიებს. მასში შედის ვენები, გამოდის არტერიები და აი ამ მაგისტრალურ სისხლძარღვებსა და ორგანოს პათოლოგიებს მთლიანად აერთიანებს ეს დარგი.
სულ თავიდან კარდიოლოგიაში დარგები არ იყო გამოყოფილი. დროთა განმავლობაში კი ექიმები თერაპევტებად გაიყვნენ. გაგრძელდა დიფერენციაცია და ჩამოყალიბდა დარგი კარდიოლოგია. ნელა-ნელა გაირკვა, რომ აქაც საჭიროა ცალკე ქვე-სპეციალობები და დღეს 4 ყველაზე პოპულარული მიმდინარეობა არსებობს:
თერაპიული კარდიოლოგია;
ინტერვენციული კარდიოლოგია (ჩარევები ამ შემთხვევაში არ არის ისეთი მასშტაბური და ნაკლებად სისხლიანია); სტენტირება, რომელიც არის ინტერვენციულის დარგი
არის ასევე დამოუკიდებელი, ცალკე მდგომი - არითმოლოგია.
გარდა ამისა, გამოყოფილია მოზრდილთა და ბავშვთა კარდიოლოგია. შესაბამისად, არსებობენ მოზრდილთა და ბავშვთა სპეციალისტები.
საკმაოდ ხშირად, პაციენტებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა არის გულის შეტევის სიმპტომები და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება - სტენოკარდიის, ან მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.
ხალხს მიაჩნია, რომ მარცხენა ნახევარში მწვავე ტკივილი ინფარქტის ნიშანია. უმეტესად ეს ასე არ არის.
პაციენტს გულმკერდში უვითარდება მოჭერა და რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება - ეს არის მთავარი სიმპტომი. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ინფარქტი არის, როცა მარცხენა მხარე გეჩხვლიტება და სხვაგან თუა ტკივილი, მაშინ ეს ინფარქტთან არაფერ შუაშია, მაგრამ ეს ასე არაა.
გულის შეტევის სიმპტომები შეიძლება იყოს წვა - თითქოს გულის ფიცარზე რაღაც მძიმე დაგადეს. ესეთ დროს არსებულ ტკივილს ეძახიან ირადიაციას. ტკივილი შეიძლება ამოდიოდეს ზევით ყბაში, კისერში, ან ქვევით ჩადიოდეს და კუჭის თავთან იყოს წვის შეგრძნება. როგორც წესი, კორონარული ტკივილის დროს ადამიანი აღიქვამს ზეწოლას, მოხრჩობას, ან წვას გულმკერდის ცენტრში (იხ. სურათი), რომელიც გადაეცემა სხვადასხვა მიმართულებით (კისერში, ქვედა ყბაში, კუჭისკენ, იდაყვებში).
გულის შეტევის სიმპტომები ასევე გამოხატულია უჰაერობით, ცივი ოფლით. თავდაპირველად ასეთი შეგრძნებები ჩნდება სერიოზული ფიზიკური და ემოციური დატვირთვის დროს და გრძელდება 1-5 წუთს, იხსნება შესვენების შედეგად, ან ნიტროგლიცერინის მიღებით. უფრო შორს წასული დაავადების შემთხვევაში, ამგვარი შეტევები აღმოცენდება უკვე მცირე ფიზიკური აქტიურობის დროსაც კი. დისკომფორტი ხდება უფრო მწვავე და ხანგრძლივი (15-20წთ-ზე მეტი ხანგრძლივობის შეტევა საეჭვოა მიოკარდიუმის ინფარქტის თვალსაზრისით).
იგივე პრობლემა ზოგჯერ იკვეთება კიბეებზე ასვლისას, უეცრად მოსული ტკივილის შეგრძნებით. ამ დროს ადამიანი შეისვენებს და გზის გაგრძელების შემდეგ ისევ უვითარდება ტკივილი, პატარა პაუზის შემდეგ ისევ იწყებს კიბეზე ასვლას და ტკივილი ბრუნდება. ესეც ერთ-ერთი სიმპტომია.
ოჯახის წევრებს გენეტიკური დაავადების ისტორია აქვთ
დიაბეტი
რომელიმე ჰიპერტონიული დაავადება
ადამიანი აქტიური მწეველია.
ზემოთჩამოთვლილი მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია. თუ ადამიანს ეს ყველაფერი ერთად აქვს და ჩნდება ტკივილის მაგვარი რამ, ამ დროს აუცილებელია, რომ გულის ექიმი დროულად ჩაერთოს საქმეში.
ასევე არის ისეთი სიტუაცია, როდესაც სიმპტომი გამოიხატება უჰაერობით - ადრე კარგად იყო ადამიანი და ახლა უცებ ქოშინი დაეწყო. ორ ნაბიჯში იღლება, ჰაერი არ ჰყოფნის, უჰაერობა ღამე აღვიძებს და წამოჯდომის მოთხოვნილება აქვს. ეს არის ტიპური კარდიოლოგიური ჩივილი. უჰაერობა შეიძლება სხვა რამემაც გამოიწვიოს - ფილტვმა, ან კოვიდმა, მაგრამ ამ სიმპტომების დროს ეჭვი გულზეც უნდა მივიტანოთ და მივმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
გული არის ორგანო, რომელიც მუცლად მყოფნის პერიოდში იწყებს ფეთქვას და სიკვდილამდე არ ჩერდება. მისი კუნთი თავის ტვინთან ერთად ორად ორი ქსოვილია, რომელი აღარ მრავლდება. დაბადებიდან გვაქვს და მხოლოდ გაკლდება.
გულს აქვს თავისი რესურსი, ეს არის კუნთოვანი მასა, რომელსაც საკმაოდ რთული მექანიზმი აქვს - თავისი ავტონომიური ელექტრული პოტენციალების წარმოქმნით. მან თავისით არ იცის, როდის უნდა შეიკუმშოს და მუდმივად მოსდის ელექტრული პოტენციალები, რომლებიც მიეწოდება ამ კუნთს და შემდეგ ის იკუმშება.
არსებობს სხვადასხვა დაავადებები, მაგალითად, ბაქტერიული ენდოკარდიტი და ამ დროს იცი რომ ბაქტერიამ გამოიწვია გულის ინფექციური ანთება, ან სარქვლოვანი დაზიანება. სარქვლები ზიანდება დროსთან ერთად, რადგან გულის მარცხენა ნაწილში მყოფ აორტულ და მიტრალურ სარქვლებზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის. ეს ის ადგილია, სადაც ფილტვებიდან ჟანგბადით მდიდარი სისხლი ჩამოდის, რათა მერე მომარაგდეს მთელი ორგანო და შესაბამისად აქ ყველაზე დიდი წნევაა.
თქვენ რომ ნახოთ სარქვლები, ძალიან რთული დასაჯერებელი იქნება, ამდენი წლის მანძილზე, ეს ნატიფი მექანიზმი როგორ უძლებს ამხელა დატვირთვას. მაგრამ ფაქტია, რომ უძლებს. თუმცა ადამიანები უყურადღებობით დიდად არ ვეხმარებით მის მუშაობას.
21-ე საუკუნეში გულის დაავადებები სხვადასხვა ფორმით გვხვდება, მაგრამ მიოკარდიუმის ინფარქტი ყველაზე გავრცელებული და მძიმე დაავადებაა. სტატისტიკურად ასიდან 10-12 შემთხვევაში შედეგი ლეტალურია.
მიოკარდიუმის ინფარქტი ნიშნავს გულის კუნთის მცირე, ან დიდი უბნის კვდომას. ეს გამოწვეულია მკვებავი გვირგვინოვანი არტერიის რომელიმე ტოტის სანათურის თრომბით დახშობით, ხანგრძლივი სპაზმით, ან ემბოლიით. ამის გამო გულის კუნთის შესაბამის უბანში სისხლის მიმოქცევა წყდება, ჟანგბადი მას აღარ მიეწოდება. საბოლოო ვითარდება იშემია და ნეკროზი.
გულის ოპერაცია შედგება სხვადასხვა მეთოდებისგან, არის ტრადიციული - ქირურგიული ჩარევა, რომელიც ძალიან მძიმე, სისხლიანი და ხანგრძლივი პროცედურაა. მრავალპროფილურ კლინიკა ჰელსიკორში კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძვანელი - ლევან აროშიძე ატარებს ამ ოპერაციებს. შედარებით ახალი - ინტერვენციული ჩარევა, რომელიც ბევრად მარტივია და ნაკლებ დროს საჭიროებს. ამ თანამედროვე ოპერაციებს ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კარდიოლოგი ირაკლი გოგორიშვილი ოპერირებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარდიოქირურგია ყველაზე სისხლიანი ოპერაციაა. ის იცავს გულის, მისგან გამომავალ მთავარ სისხლძარღვებს და მაგისტრალურ სისხლძარღვებს. როგორც წესი, გულის ოპერაცია იწყება მკერდის ძვლის დაახლოებით 25 სანტიმეტრზე გაჭრით. ბოლო პერიოდში ძალიან განვითარდა და პოპულარული გახდა ახალი მეთოდი - მინი ინვაზიური ჩარევა, რომელიც ბევრად მსუბუქი ოპერაციაა.
ინტერვენციული მიდგომა თავიდან გამოიყენებოდა დიაგნოსტირებისთვის.
მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, სისხლძარღვთა დახშობა ხდებოდა ქოლესტერინის საშუალებით. შედიოდნენ ბარძაყის არტერიიდან, კათეტერით მიყვებოდნენ სისხლძარღვს, მიდიოდნენ გულამდე და რენტგენით იღებდნენ სისხლძარღვებს.
შემდეგ დაიწყეს ამ შევიწროებული, თუ დაბლოკილი, ან გაჭედილი სისხლძარღვების გასუფთავება, გაწმენდა და ბოლოს შიგნით სტენტების ჩაყენება. ინტერვენციული კარდიოლოგიის დაახლოებით 90% ემსახურება ამ საქმეს. დღეს, გულის ოპერაცია თანამედროვე მეთოდებით მართული პროცედურაა.
კარდიოლოგ ირაკლი გოგორიშვილს ასევე ვკითხეთ საზოგადოებაში გავრცელებულ არასწორ წარმოდგენებზე. მან რამდენიმე ასეთი პოპულარული შემთხვევა დაგვისახელა.
მაგალითად, ზოგჯერ ადამიანებს გულის ფიცრის ტკივილი ჰგონიათ ბრონქების პრობლემა, თუმცა საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ბრონქებმა ტკივილი არ იცის. ასევე ხშირად ჰგონიათ, რომ პროთრომბინი უნდა გაიზომონ და რეალურად კი ის ამ ორგანოსთან არავითარ კავშირში არაა.
ლიმონის ჭამა ზოგადად ცუდი არაა, მაგრამ გავრცელებული აზრის მიუხედავად, ის არ გვიცავს გულის დაავადებებისგან. სამწუხაროდ, ჯერ ისევ არსებობს ბევრი ექიმბაშური წამლები. პოპულარული არასწორი სტერეოტიპის მორიგი მაგალითია, ნიახურისგან დამზადებული საშუალებები თითქოს ქოლესტერინს ანეიტრალებს. სპეციალისტი გვარწმუნებს, რომ ასეთი არაფერი არ მუშაობს.
თუ ადამიანს აქვს მაღალი ქოლესტერინი, მაღალი წნევა, აქვს შაქარი, არსებობს სპეციალური წამლები, რომლების მიღება რისკებს ამცირებს. ბუნებრივია, რომ ყველა წამალს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, მაგრამ შესაბამისი კვლევებითა და დაკვირვებების შედეგად დათვლილია, რომ გვერდითი მოვლენები ასეთ კონკრეტულ შემთხვევებში ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამ წამლების დალევისას მიღებული სარგებელი. ეს ყველაფერი იციან სპეციალისტებმა. ამისთვის არსებობს შესაბამისი ცხრილები და თუ პაციენტი აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნილებებს, გულის ექიმი მათ დაუნიშნავთ საჭირო წამლებს.
სტენოკარდია - ინფარქტი ( და არა ინფაქტი, ან ინფრაქტი).
ინფარქტი არის იგივე იშემიის, ანუ სტენოკარდიის, ანუ სისხლძარღვის შევიწროების შედეგად განვითარებული მდგომარეობა, როდესაც შევიწროებული სისხლძარღვი მთლიანად იხურება. სისხლძარღვმა ვერ გაატარა სისხლი გულის რომელიღაც ზონაში. როდესაც ეს ხდება, კუნთი ჩერდება და ბოლოს ნეკროზდება.
დღესაც, მიუხედავად დიდი მცდელობებისა, ეს არის ავადობისა და სიკვდილიაონობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
კაცების შემთხვევაში ბევრად ხშირია ამ ორგანოს პრობლემები. კაცებში იწყება უფრო ადრე, 40 წელს რომ მიუახლოვდები ეს რისკები უკვე ჩნდება. გააჩნია ცხოვრების წესს, გენეტიკას და ა.შ.
ქალებში ძირითადად იწყება უფრო გვიან, მენოპაუზის შემდეგ. ქალის ჰორმონები მენოპაუზამდე იცავს ადამიანს ამ ათეროსკლეროზის, ანუ იშემიური დაავადებების განვითარებისგან.
ამ დროს ჯობია, რომ დაელოდო სასწრაფოს. არსებობს სტანდარტული წამლები, მაგრამ არის იშვიათი გამონაკლისები, როდესაც ერთი წამალი ზოგი ადამიანისთვის არ შეიძლება. მაგალითად, იგივე ნიტროგლიცერინის აბი, ან სპრეი შემთხვევათა 80%-ში საჭიროა და კარგია, მაგრამ არის ინფარქტის ფორმები, რომლებიც მიმდინარეობს დაბალი წნევით. ამ დროს ნიტროგლიცერინს შეისხამ და ბევრად უარესად გახდები. ამიტომ ადამიანებმა თავისით არ უნდა ცადონ არაფერი. გაითვალისწინეთ სპეციალისტის რეკომენდაცია და რაც შეიძლება მალე გამოუძახეთ ექიმს.
გულის წნევა დღის განმავლობაში ხშირად იცვლება. ეს ბევრი მიზეზითაა განპირობებულია: დაძაბულობა, მოწევა, სხეულის მდგომარეობის უეცარი ცვლილება, ფიზიკური აქტივობა.
როცა გულის წნევა დაბალია, ხშირად ეს სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებს. მიზეზი შეიძლება იყოს ანემია, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, თირეოტოქსიკოზი, სისხლძარღვთა ათოროსკლეროზული დაზიანება.
ერთჯერადად მწვავე სტრესს ბევრი არაფრის გამოწვევა არ შეუძლია, მაგრამ როცა ადამიანი არის პერმანენტულ სტრესულ გარემოში, ესეთ დროს კრებითად რომ ვთქვათ, ადრენალინია სისხლში მომატებული. სტრესული ჰორმონები მაღალია, ადამიანი არის დაძაბული, პულსია და წნევა მაღალია. ასეთი რაღაცები იწვევს სისხლძარღვოვანი პრობლემების გაჩენას, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ერთჯერადად არაფერი არ ხდება.
გულის ოპერაცია სერიოზული პროცედურაა, რომლის შემდეგ აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.
სწორი კვება
მოწევისთვის თავის დანებება
რისკფაქტორების შემთხვევაში - წნევა. ქოლესტერინი. შაქარი. მათი კონტროლი.
ფიზიკური დატვირთვის სინჯი ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო საშუალებაა. პაციენტი დარბის სარბენ ბილიკზე, ან სპეციალურ ველოტრენაჟორზე. ფიზიკური დატვირთვის პარალელურად იწერება ელექტროკარდიოგრამა.
კლინიკა “ჰელსიკორი” შეარაღებულია თანამედროვე სპეციალური ტექნიკით, რაც იძლევა საშუალებას დიაგნოსტიკა მაქსიმალურად ეფექტური იყოს.
ზემოთ ხსენებული ინფორმაცია წარმოადგენს ზოგად წესებს, რომლებიც ნებისმიერ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს. ამავდროულად, განსაკუთრებით აუცილებელია, რომ პაციენტმა, რომელმაც გულის გადაიტანა, თავადაც მაქსიმალურად დაიცვას ექიმის რეკომენდაცია და მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას.
კლინიკა ჰელსიკორი გისურვებთ ჯანმრთელობას!