2023-10-12
What to know about breast cancer - Pink October, questions to Ekaterina Arcania
ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა
ეკატერინე არქანია
ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი
რა სიმპტომები ახასიათებს ძუძუს კიბოს?
- სარძევე ჯირკვლის ფორმის და სიმეტრიულობის შეცვლა
- დვრილის ფორმის შეცვლა - მისი ჩაბრუნება
- კანზე „ლიმონის ქერქის“ სიმპტომის გაჩენა
- გამონადენი დვრილიდან - როგორც სისხლიანი, ასევე უსისხლო•იღლიის და ბეჭის არეში შეშუპება
- ხელების ზემოთ აწევის შემთხვევაში - მკერდის დეფორმაცია
- მუდმივი დისკომფორტი ძუძუს არეში და ტკივილი.
რისკ-ფაქტორები:
- ჭარბი წონა და დაბალი ფიქიკური აქტივობა
- უშვილობა, გვიანი ორსულობა და ხანმოკლე ლაქტაცია
- ალკოჰოლის მოხმარება
- ანამნეზში სხივური თერაპია
- გენეტიკური ფაქტორი
პრევენცია/რეკომენდაცია:
- 18 წლიდან 40 წლამდე - მამოლოგთან ვიზიტი და ექოსკოპიის ჩატარება წელიწადში ერთხელ მაინც;
- 40 წლიდან რეკომენდებულია მამოგრაფიის ჩატარება ყოველწლიურად;
- იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გენეტიკური ფაქტორი, მნიშვნელოვანია წლის მანძილზე მოხდეს ვიზიტი ექიმთან, ასევე BRACA1, BRACA2 ტესტის ჩატარება. ექიმის დანიშნულების შემთხვევაში MRI კვლევა.