2023-11-05
რტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის ხანგრძლივ და მყარ მატებას წარმოადგენს.
დღეს ჰიპერტენზია მსოფლიოში სიკვდილის და ინვალიდობის გამომწვევ წამყვან მიზეზად ითვლება. 2023 წლის მონაცემებით, ჰიპერტენზია 1.28 მილიონ ადამიანს 30 წლიდან 79 წლამდე აღენიშნება, ამ დიაგნოზის მატარებელთა 46%-მა არ იცის აღნიშნული მდგომარეობის შესახებ და ჰიპერტენზიით დაავადებული ადამიანთა მხოლოდ 21% აკონტროლებს მას.
არტერიული ჰიპერტენზიად ითვლება, როდესაც წნევის მაჩვენებელი 140/90 ზე მეტია. მაღალი წნევის მატარებლებმა შესაძლოა ვერ შენიშნონ სიმპტომები, ამისათვის კი მნიშვნელოვანია წნევის ხშირი კონტროლი.
პირველადი ალდოსტერონიზმი (PA) არის მეორადი ჰიპერტენზიის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელიც გვხვდება ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების დაახლოებით 6%-ში და რეზისტენტული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების 20%-ში. ჰიპერალდოსტერონიზმი იწვევს ჰიპერტენზიას ჰიპერვოლემიის ხარჯზე. შრატში ალდოსტერონის პათოლოგიური დონე ასევე ახდენს ანთების და პრო-ფიბროზულ ეფექტს გულზე, სისხლძარღვებსა და თირკმელებზე, ამას შეუძლია გამოიწვიოს მეტი ავადობა და სიკვდილიანობა, ვიდრე ესენციური ჰიპერტენზია. ეს მოიცავს ინსულტის 4.2-ჯერ მაღალ სიხშირეს, თირკმელების დაზიანების 1.5-ჯერ, მიოკარდიუმის ინფარქტის 2.6-ჯერ და წინაგულების ფიბრილაციის სიხშირეს 5-ჯერ.
ენდოკრინული საზოგადოება რეკომენდაციას უწევს ალდოსტერონის პირველად სკრინინგს მათთვის, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს:
• არტერიული წნევა აღემატება 150/100-ს, სამი გაზომვისას (სხვადასხვა დღეებში);
• მათ ვისაც აქვს ჰიპერტენზია რეზისტენტული სამი სტანდარტული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მიმართ;
• ადამიანები, რომელთა ჰიპერტენზია კონტროლდება ოთხი ან მეტი მედიკამენტით;
• ჰიპერტენზიის მქონე ადამიანები და სისხლში კალიუმის დაბალი დონე;
• ჰიპერტენზია და წარმონაქმნი თირკმელზედა ჯირკვალზე, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლის ინციდენტალომა ეწოდება;
• ჰიპერტენზიის და ძილის აპნოეს მქონე ადამიანები;
• ჰიპერტენზიის მქონე ადამიანები რომელთაც აქვთ 40 წლამდე ადრეული ჰიპერტენზიის ან ინსულტის ოჯახური ისტორია;
• პირველადი ალდოსტერონიზმის მქონე პაციენტების პირველი რიგის ნათესავები რომელთაც აქვთ ჰიპერტენზია.