ნევროლოგია

ნევროლოგიის განყოფილების და ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელი:

ზურაბ ახალაია MD

ინსულტის ცენტრის დაკომპლექტებულია პროფესიონალი და გამოცდილი ნევროლოგებისა და ნეიროქირურგების გუნდით, ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით.
კლინიკაში დანერგილია ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები:

  • სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი;
  • ენდოვასკულური თრომბექტომია

რაც გულისხმობს თავის ტვინის სისხლძარღვში ჩაჭედილი თრომბის დაშლას, სისხლის მიმოქცევის აღდგენას თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს ინსულტის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულს ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას. კლინიკაში ასევე ხდება ყველა სხვა ნევროლოგიური დაავადების დიაგნოსტირება,
როგორც კონსერვატული, ისე ქირურგიული მკურნალობა და შემდგომი მართვა.

ინსულტის სიმპტომები:

  • სახის ასიმეტრია;
  • სისუსტე კიდურებში;
  • მეტყველების დარღვევა