ენდოკრინოლოგია
ენდოკრინოლოგიური განყოფილება
ექიმები: მირანდა ბარათაშვილი, ნათია ვაშაყმაძე
არსებობს ენდოკრინოლოგიური დარღვევების გამომწვევი სამი ძირითადი ტიპი: ჭარბი ჰორმონების სეკრეცია, ჰორმონალური დეფიციტი და ჰორმონალური რეზისტენტობა.
სწორი დიაგნოსტიკის შემტხვევაში უმეტესი ენდოკრინული პათოლოგიები ემორჩილება ეფექტურ მკურნალობას.
ენდოკრინული დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
- დიაბეტის მკურნალობა: შაქრიანი დიაბეტი (Diabetes Mellitus), უშაქრო დიაბეტი (Diabetes Insipidus) და მისი სხვა ფორმები;
- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები: ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის კიბო და სხვა.
- სიმსუქნე - სხეულის ჭარბი მასა;
- ჰიპოფიზის - თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები;
- ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტით, მინერალური
- ნივთიერებების ცვლის დარღვევით განპირობებული პათოლოგიები
სიმპტომები, რომელთა გამოვლენისას რეკომენდებულია კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან და გამოკვლევების ჩატარება:
- სხეულის მასის უცაბედი კლება ან მატება;
- ყელის არეში ზეწოლის, სპაზმის, მოჭერის შეგრძნება, ხმის ჩახლეჩა;
- პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი,გახშირებული შარდვა;
- ემოციური გაღიზიანებადობა, ნევროტულობა;
- გულისცემის რითმის დარღვევა