გაგა კეშელავა განიხილავს ისეთ სისხლძარღვოვან დაადადებას, როგორიცაა ათეროსკლეროზი

2021-11-10

სისხლძარღვოვანი პათოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხშირი დაავადებაა, რა იწვევს მათ და რა ემართება ადამიანს აღნიშნული პრობლემების დროს, რა არის ათეროსკლეროზი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას

ათეროსკლეროზი დღეისათვის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, ყველაზე ხშირი და გავრცელებული სისხლძართვთა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზია, რომლის დროსაც წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები არტერიის კედლებზე, ამის ფონზე ხდება სანათურის შევიწროვება ან დახშობა. მარტივად რომ ავხსნა, ფერხდება სისხლის მიმოქცევა, , შესაბამის არტერიულ აუზში, ასევე დროთა განმავლობაში შესაძლებელია არტერიის ანევრიზმული გადაგვარება.
გულსისხლძართვთა პაციენტების უმეტესი ნაწილი, რომელსაც ქირურგიული მკურნალობა ესაჭიროება, სწორედ სისზლარღვთა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზით არიან დაავადებულნი.

შესაძლებელია მედიკამენტური მკურნალობა დაავდების დროს თუ მხოლოდ ქირურგიული ჩარევა არის გამოსავალი?

ათეროსკლეროზის კონსერვატული მკურნალობა დღეისათვის არ არსებობს, ანუ პრეპარატი, რომელიც მოარჩენს ათეროსკლეროზულ დაავადებას მედიცინაში არ არის. დაუშვებელია თვითმკურნალობის დანიშვნა და ასევე ხალხური მედიცინა, ამ დროს შესაძლებელია პაციენტმა მეტი ზიანი მიაყენოს საკუთარ ჯანმრთელობას, ვინაიდან დაავადება არის პროგრესული ხასიათის, მას აქვს სტადიები და შემდგომ მისი კორექცია და პრობლემის მოგვარება უფრო რთული ხდება.
რაც შეეხება ოპერაციას, დღეს სისხლძარღვთა ქირურგიაში არის ორი ძირითადი მიმართულება, ღია და ენდოვასკულური.  ოპერაციების 80 % ჩაანაცვლა სწორედ ენდოვასკულურმა ქირურგიამ. ტექნოლოიგიების განვითარება და მისი დახვეწა საშუალებას იძლევა უსისხლო მეთოდით ვუმკურნალოთ ისეთ პათოლოგიებს და ისეთ სეგმენტებში, რომლებიც წლების წინ წარმოუდგნელად ითვლებოდა.

კლინიკა „ჰელსიკორში“ შესაძლებელია მსგავსი ოპერაციების ჩატარება?

ცხადია, „ჰელსიკორი“ აღჭურვილია ყველა საჭირო და თანამედროვე ტექნიკით და აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ როგორც ღია ოპერაცია, ასევე ენდოვასკულური.

ოპერაციის საჭიროება რომ არ დადგეს, შესაძლებელია დაავადების პრევენციის მიზნით ღონისძიებების გატარება და მისი თავიდან აცილება?

როგორც უკვე აღვნიშნე, ხშირ შემთხვევაში სწორედ ქირურგიული ჩარევა არის ერთადერთი გამოსავალი, რაც შეეხება დაავადების პრევენციას და ათეროსკლეროზის თავიდან აცილებას, პაციენტს შეუძლია: ქოლესტერინის შემცველი და მაღალკალორიული საკვების ამოღება რაციონიდან, თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა, დიაბეტის შემთხვევაში გლუკოზის კონტროლი, სხეულის მასის კონტროლი, არტერიული წნევის კონტროლი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის ის ძირითადი ჩამონათვალი, რაც უნდა აკონტროლოს ადამიანმა, რათა თავიდან აიცილოს რიგი პრობლემები, მათ შორის სისხლძარღვოვანი დაავადებები.  

რაც შეეხება უშუალოდ ვენურ პრობლემებს, როგორი არის ჩივილები და როდის ხვდება ადამიანი, რომ სისხლძარღვთა პრობლემებმა იჩინა თავი? ასევე ცნობილია, რომ ვენურ პრობლემებს მეტწილად ქალბატონებში ვხვდებით, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია

სტატისტიკურად მეტწილად დაავადებას ვხვდებით ქალბატონებში, თუმცა მამაკაცები არ არიან დაზღვეული ვარიკოზული დაავადებებისგან.  ეტიოლოგია არის მრავაფაქტორიული, გასათვალისწინებელია გენეტიკური ფაქტორები, ჰორმონალური ძვრები, და ცხოვრების წესჩვეულებები.
რაც შეეხება ჩივილებს, პაციენტს ეწყება ქვემო კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, რაც გამოიხატება კიდურის დაღლით, პერიდოულად შეშუპებით, შემდეგ ხდება კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რომელიც თვალითაც მარტივი შესამჩვენია ადამიანისთვის.

ასევე რომ გვითხრათ, რა გზას გადის პაციენტი პრობლემის აღმოჩენიდან - მის მოგვარებამდე

გააჩნია დაავადების პროგრესირების სტადიას, თუ ადრეული სტადიაა, პაციენტს ენიშნება კონსერვატული მკურნალობა და ეძლევა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შემთხვევაში დაავადების პროგრესირება ნელდება, ხოლო თუ უკვე ჩამოყალიბებულია კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ისევ და ისევ მხოლოდ ქირურგიული ჩარევა არის გამოსავალი.