2023-07-04

სირთულის მიუხედავად სწორი დიაგნოსტირებისა და მასზე მორგებული თერაპიის შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების დამარცხებ

წლიდან-წლამდე მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების მაჩვენებელი იზრდება, თუმცა ახალი მეთოდები, პრეპატარები და დროული დიაგნოსტიკა ცხადჰყოფს, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის.

როგორი არის დღევანდელი სტატისტიკა საქართველოში, რა ასაკიდან არის მნიშვნელოვანი ექიმთან კონსულტაციის გავლა და შემოწმება, რომელი ფაქტორები ახდენს ონკოლოგიური დაავადების პროვოცირებას და რამდენად მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი, ამ საკითხზე გვესაუბრება ისრაელ-საქართველოს პრავალპროფილური კლინიკა ჰელსიკორის, ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი - ეკატერინე არქანია.

ქალბატონო ეკასტატისტიკის თანახმად წლიდან-წლამდე საკმაოდ იზრდება ონკოლოგიური დაავადებების მაჩვენებელირომ გვითხრათ რა არის ამის ძირითადი გამომწვევი მიზეზი და როგორია სტატისტიკა საქართველოში.

ონკოლოგიური დაავადებები მსოფლიოს ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად რჩება.  ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების შესახებ ხარისხიანი მონაცემების შეგროვების მიზნით,  2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა კიბოს პოპულაციური რეესტრი, რომლის მონაცემთა მიხედვით ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 2015-2017 წლებში მერყეობდა  8700-11000 ის ფარგლებში. ბოლო წლებში აღინიშნება დაავადებების სიხშირის ზრდის ტენდენცია.
 

სიმსივნური პროცესის განვითარება როგორც გენეტიკური, ისე გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგი შეიძლება იყოს.

თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, არაჯანსაღი კვება, ჭარბი წონა, სიმსუქნე,  დაბალი ფიზიკური აქტივობა, ჰაერის დაბინძურება, ზოგიერთი ქრონიკული ინფექცია ონკოლოგიური დაავადების გამომწვევი რისკ-ფაქტორებია;  დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში სიმსივნური დაავადებების შემთხვევათა 25% უკავშირდება კარცინოგენურ ინფექციებს, მათ შორის ჰელიკობატერია, ადამიანის პაპილომავირუსი,  ჰეპატიტი B, C და ეპშტეინ ბარის ვირუსი.

რომელი ონკოლოგიური დაავადებებია ჩვენთან ყველაზე მეტად გავრცელებული?

საქართველოში, ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის სიმსივნეებია ქალებში -  სარძევე ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი, კოლორექტუმი, საშვილოსნოს ტანი, საშვილოსნოს ყელი. მამაკაცებში - ფილტვი, წინამდებარე ჯირკვალი, შარდის ბუშტი, კოლორექტუმი, კუჭი. 

რამდენად მნიშვნელოვანია დიაგნოზის ადრეულ სტადიაში დასმა და როგორ მკურნალობენ ონკო პაციენტებს ჰელსიკორში?

ონკოლოგიური დაავადების დროული, ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება ეფექტური მკურნალობის საწინდარია. 

სიმსივნური პროცესის მოლეკულური მახასიათებლებისა და თავისებურებების მიხედვით ინდივიდუალურად ხდება თერაპიის ტაქტიკის შერჩევა; ეს შესაძლოა იყოს სისტემური მკურნალობა: ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპიის სახით და/ან ქირურგიული მკურნალობა, სხივური თერაპია. ამ პრინციპების მიხედვით ხდება ჰელსიკორში ონკო-პაციენტების მკურნალობაც. სიმსივნური პროცესი რთულია და მულტიდისციპლინაურ მიდგომას საჭიროებს, მხოლოდ ერთი ექიმი ვერ განსაზღვრავს პაციენტს ბედს. ჩვენს კლინიკაში ექიმთა ჯგუფი მუშაობს, რომლებიც უზრუნველჰყოფენ როგორც დიაგნოსტირებას, ასევე ეფექტურ, უსაფრთხო მკურნალობის ჩატარებას. ვმართავთ ასევე  სიმსივნის საწინააღმდეგო გართულებებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. 

თქვენი რეკომენდაციით რამდენად ხშირად უნდა გადაამოწმონ თავი ქალბატონებმა და ასევე რომელი ასაკიდან არის რეკომენდებული შეემოწმონ ონკოლოგიურ დაავადებებზე მამაკაცები?

ქალბატონებმა  25, 40  წლის ასაკიდან 2-3 წელიწადში ერთხელ, ხოლო მამაკაცებმა 50-70 წლიდან  უნდა ჩაიტარონ  კვლევები,  რათა გამოირიცხოს სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაში თუ არსებობს ონკო დაავადების ოჯახური ანამნეზი, რეგულარული შემოწმება  უფრო ადრეულ ასაკშია სასურველი.  50  წლის შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ ნაწლავის მდგომარეობას, რადგან ამ ასაკიდან ხშირია ამ ლოკალიზაციის სიმსივნეები, ასე რომ  5-10 წელიწადში  ერთხელ რეკომენდებულია კოლონოსკოპიის ჩატარება. მწეველებში ან ისინი ვინც აქტიურად მოიხმარდა თამბაქოს ბოლო 15 წლის განმავლობაში სასურველია 50-80 ასაკიდან რეგულარულად  ჩაიტაროს გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია - ფილტვის სიმსივნის  გამოსარიცხად.

რას ურჩევთ პაციენტებსრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მას მერერაც დიაგნოზი ცნობილიაროგორ უნდა მოიქცეს პაციენტი?

დიაგნოზის დადგენის შემდეგ, მთავარია პაციენტი არ დაიბნეს და არ შეშინდეს, აუცილებელია მან მიიღოს დეტალური ინფორმაცია დაავადებისა და შეთავაზებული მკურნალობის, მისი გართულებების შესახებ. 

გახსოვდეთ, რომ სირთულის მიუხედავად სწორი დიაგნოსტირებისა და მასზე მორგებული თერაპიის შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების დამარცხება.