შაკიკი დაავადება, რომელიც თავის ტკივილის ძლიერ შეტევას გულისხმობს

2022-01-20

შაკიკი

შაკიკი - თავის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი, რომელსაც თავის ტკივილის ძლიერი შეტევა ახასიათებს.

#შაკიკი შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა აღსანიშნავია რომ ქალბატონებში 3 ჯერ ხშირად ვაწყდებით მას ვიდრე მამაკაცებში და იგი ყველაზე გახშირებული 20 დან 40 წლამდე ასაკშია.

შაკიკის მაპროვოცირებელ და გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება:
სტრესი/დეპრესია/შფოთვა/შიში;
ჰორმონალური დისბალანსი;
ძილის რეჟიმის რღვევა (როგორც უძილობა, ისე ხანგრძლივი ძილი);
არასწორი კვებითი რეჟიმი (თვითნებური დიეტები);
წონაში მატება;
ალკოჰოლი (განსაკუთრებით ღვინო)
ამინდის რადიკალური ცვლილება;
ხმაური;
მგზავრობა;
გრიპი/გაცივება;
თავის/კისრის ტრავმა;

არსებობს შაკიკის შეტევის ოთხი ძირითადი ფაზა
პროდრომული - საწყისი ფაზა: შეიძლება გამოვლინდეს შეტევამდე რამდენიმე დრით ადრე, ახასიათებს: აღზნებადობა, დეპრესია, ენერგიის მოზღვავება ან პირიქით სისუსტე.

აურა - წინ უსწრებს შაკიკის დაწაყებას, ის შეიძლება იყოს მხედველობითი, მოციმციმე ნათებით, ყნოსვის გაძლიერებით, ამას მოსდევს შეტევიტი სახის ტკივილი.
შეტევის ფაზა - ძირითადად ტკივილი ცალმხრივია, მოპულსირე, ზომიერი ან ძლიერი, ხშირად თან ახლავს თავბრუსხვევა, გულის რევა, ღებინება, ასევე შუქის და ხმაურის აუტანლობა.

პოსტდრომი - შეტევის შემდეგ ფიქსირდება: შფოთვა, კუნთების და კისრის ტკივილი, ხასიათის წახდომა, ტკბილეულის მიმარტ გაძლიერებული მოთხოვნა, ხშირი შარდვა.

შაკიკის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები არ არისებობს, მისი დადგენა ხდება ტკივილის ხასიათისა და მაპროვოცირებელი მიზეზების მიხედვით.

შაკიკის მართვა შესაძლებელია, ნევროლოგის სწორად დანიშნული მკურნალობის კურსით