2023-02-14
საშვილოსნოს მიომას ყველაზე ხშირად 40 დან 50 წლამდე ასაკში ვხვდებით, ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალბატონებში. საშვილოსნოს მიომა ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ რეკომენდებული და მნიშვნელოვანია 35 წლიდან ქალბატონემბა წლის მანძილზე 2 ჯერ განახორციელონ ვიზიტი გინეკოლოგთან.
დაავადება საშვილოსნოს კეთილთვისებინი წარმონაქმნია, ის ასევე ცნობილია როგორც ფიბრომა ან ლეიომიომა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხშირია მისი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობა, სიმპტომატიკაზე გავლენას ახდენს ზომა, რაოდეონობა და ლოკაცია. ის ვლინდება ჭარბი მენსტრუალური ციკლით, რომელიც შესაძლოა გახდეს ანემიის გამომწვევი მიზეზი. გახშირებული შარდვა ან პირიქით შარდის ბუშტის დაუცლელობის შეგრძნება, ტკივილი და დისკომფორტი მენჯის ღრუში, ზურგის და ფეხის ტკივილი, ყაბზობა, კოლიტი, დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში, ტკივილი სექსუალური აქტის დროს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება ჩამოთვლილთაგან რამდენიმე სიმპტომი, აუცილებელია ჩაინიშნოს ვიზიტი ექიმთან.
რთულია საუბარი მიომის გამომწვევ მიზეზებზე, თუმცა ცნობილია, რომ საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს გენეტიკური ფაქტორი, ნაადრევი მენსტრუალური ციკლი, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მიომის განვითარება უფრო მაღალია, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ჭარბი წონა, ჰორმონალური დისბალანსი.
უშვილობის ერთ-ერთ მიზეზად მიომაც სახელდება, ვინაიდან ლორწოვანქვეშა მიომური კვანძები უნაყოფობის მიზეზია, ამ დროს გართულებულია საშვილოსნოს კედელზე ემბრიონის მიმაგრება, ამასგარდა მიომა ზრდის თვითნებური აბორტის რისკს.
მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა. აუცილებელია მოხდეს დაავადების დინამიკაში კონტროლი და 6 თვეში ერთხელ ვიზიტი ექიმთან, რათა მოხდეს მიომური კვანძების გადაკონტროლება. ქირურგიული ჩარევის საჭიროვება დგება როდესაც მიომა არის დიდი ზომის, იწვევს სისხლდენას, სხვა ორგანოების ფუნქციურ მოშლას და ტკივილს.
თუ რა სახის მკურნალობას საჭიროებს პაციენტი, არსებული კვანძების თავისებურებათა მიხედვით ექიმი განსაზღვრავს.