2021-10-22
ქალბატონებში, სარძევე ჯირკვლის სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სტატისტიკაზე დაყრდნობით ის შესაძლებელია გამოუვლინდეს ყოველ მეთორმეტე ქალს.
დაავადების გამომწვევ მიზეზებზე საუბარი საკმაოდ რთულია, თუმცა მის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი გარემოებები:
მემკვიდრეობითი კიბოს რისკი მინიმალურია.
რისკის შემცირების თვალსაზრისით, რეკომენდებულია:
დაავადების საწყისი ეტაპი ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მას სდევს:
აღსანიშნავია, რომ ადრეული ფორმის (დაწყებითი სტადიის, მცირე ზომის) სიმსივნის თვითგასინჯვით გამოვლება შეუძლებელია.
ძუძუს კიბოს ძირითადი და საგანგაშო სიმტომებია:
სარძევე ჯირკვლის ფორმის და სიმეტრიულობის შეცვლა;
დვრილის ფორმის შეცვლა - მისი ჩაბრუნება;
კანზე „ლიმონის ქერქის“ სიმპტომის გაჩენა;
გამონადენი დვრილიდან - როგორც სისხლიანი, ასევე უსისხლო;
იღლიის და ბეჭის არეში შეშუპება;
ხელების ზემოთ აწევის შემთხვევაში - მკერდის დეფორმაცია;
მუდმივი დისკომფორტი ძუძუს არეში და ტკივილი.
აუცილებელია წელიწადში ერთხელ დაიგეგმოს ვიზიტი მამოლოგთან და მოხდეს ძუძუს გასინჯვა, ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა 35 წლამდე ქალბატონებში, ხოლო 35 წელს ზემოთ რეკომენდებულია მამოგრაფია.
თევდორე მღვდლის ქ. #13
032 2 43 33 43
ჰელსიკორი გისურვებთ ჯანმრთელობას