2021-08-10

როგორ გავიძლიეროთ სასუნთქი სისტემა - პულმონოლოგი, პროფესორი კახა ვაჭარაძე

რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა. მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ტი­პე­ბი და მათი გავ­რცე­ლე­ბა. მთა­ვარ მი­ზე­ზე­ბად პა­თო­გენ­თა რე­ზის­ტენ­ტუ­ლი შტა­მე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბის იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო, თამ­ბა­ქო­სა და სხვა­დას­ხვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა სა­ხელ­დე­ბა. რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის არც თუ ისე მოკ­ლე და რთულ სიას კი 2 წლის წინ კო­ვიდ-19 და­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო პრობ­ლე­მაა და მა­ღა­ლი ლე­ტა­ლო­ბით გა­მო­ირჩვე­ვა. პრობ­ლე­მას ამ­ძაფ­რებს ისიც, რომ ჩნდე­ბა ახა­ლი შტა­მე­ბი და და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის კონ­ტრო­ლი სულ უფრო არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხდე­ბა.

ვირუ­სი აქ­ტი­ურ პე­რი­ოდ­ში სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს, თუმ­ცა არა­ნაკ­ლებ სა­ყუ­რა­დღე­ბო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პოს­ტკო­ვი­დუ­რი პე­რი­ო­დი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, კლი­ნი­კა „ჰელ­სი­კო­რის“ ფთი­ზი­ატ­რი, პულ­მო­ნო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი კახა ვა­ჭა­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი რჩე­ბათ კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენ­ტებს?

ზო­გა­დად, პოს­ტკო­ვი­დურ პე­რი­ოდ­ში, პა­ცი­ენ­ტე­ბის სიმპტო­მე­ბის მარ­თვა ისე­ვე რთუ­ლია, რო­გორც კო­ვიდ 19-ის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში. თა­ვად ვირუ­სის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ტრაქ­ტი ზი­ან­დე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ზედა და ქვე­და სა­სუნ­თქ სის­ტე­მას. ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დე­გაც პა­ცი­ენ­ტე­ბის ორ­გა­ნიზ­მში დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი რჩე­ბა და ესეც ძი­რი­თა­დად რეს­პი­რა­ცი­ულ სის­ტე­მას ეხე­ბა. უმე­ტე­სად გვხვდე­ბა ფილ­ტვის ფიბ­რო­ზე­ბი, სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა. მე­ო­რე მხრივ, ხში­რია გარ­თუ­ლე­ბე­ბი კუჭ-ნაწ­ლა­ვის, ძვალ-სახ­სრო­ვან და ცენ­ტრა­ლურ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ში. გვხვდე­ბა თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, პა­ცი­ენ­ტის ფსი­ქო-ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სის მოშ­ლა. სწო­რედ ამი­ტომ სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის ექი­მე­ბი კლი­ნი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტე­ბიც ვხდე­ბით.

კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სხვა­დას­ხვა ჩი­ვი­ლე­ბით მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა რამ­დე­ნად მა­ღა­ლია?

კლი­ნი­კა „ჰელ­სი­კო­რის“ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცუ­რი კად­რე­ბით, ინო­ვა­ცი­ე­ბი­თა და მა­ღა­ლი დო­ნის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, პოს­ტკო­ვი­დუ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა გვაქვს. ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას ვფლობთ, რომ სწრა­ფი და სწო­რი დი­აგ­ნო­ზი დავ­სვათ და შე­სა­ბა­მი­სად, ვუმ­კურ­ნა­ლოთ მათ. პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტუ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ კო­ვიდ19-ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში, ტეს­ტი­რე­ბა­ში, დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და შე­სა­ბა­მის სტა­ცი­ო­ნარ­ში მათ გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა­ში.

კო­ვიდ 19-ის პა­რა­ლე­ლუ­რად კი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის აქ­ტი­ურ მკურ­ნა­ლო­ბა­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

რა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბა ენიშ­ნე­ბათ კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენ­ტებს?

მკურ­ნა­ლო­ბის და­ნიშ­ვნა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბა. ამ დროს პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტის ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით უნდა ხდე­ბო­დეს. სიმპტო­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით, ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბით, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით, ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტე­ბით, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ამ დროს ასე­ვე ხში­რად ვნიშ­ნავთ სიმპტო­მურ სა­შუ­ა­ლე­ბებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის სა­ჭი­რო დო­ზით მი­ღე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად კი პა­ცი­ენტს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვი­სა და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის რე­კო­მენ­და­ცია ეძ­ლე­ვა.

ყო­ვე­ლი ახა­ლი მუ­ტა­ცი­უ­რი შტა­მის შემ­დეგ ჩვენ ვი­ძენთ ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას და ვცდი­ლობთ, კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რად გა­ვუმკლავ­დეთ რო­გორც თა­ვად ვირუსს, ისე მის შემ­დგომ გარ­თუ­ლე­ბებს.

რას ურ­ჩევთ პა­ცი­ენ­ტებს, ვი­საც კო­ვიდ19 აქვს გა­და­ტა­ნი­ლი?

კო­ვიდ19 მთა­ვარ კვალს ფილ­ტვებ­ზე ტო­ვებს. სწო­რედ ამი­ტომ მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, სა­სუნ­თქი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას ეხე­ბა. ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ვარ­ჯი­შო რეს­პი­რა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აფ­თი­ა­ქებ­ში ფარ­თოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ასე­ვე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და ეფექ­ტუ­რია ბუშ­ტე­ბის გა­ბერ­ვა, ღრმა სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბი. მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ვარ­ჯი­შე­ბი და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე კმ-ის ფე­ხით სი­ა­რუ­ლი. უმოძ­რა­ო­ბას­თან ერ­თად გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კი პრო­პორ­ცი­უ­ლად მა­ტუ­ლობს. ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი პოს­ტკო­ვი­დუ­რი პე­რი­ო­დის მარ­ტი­ვად გა­და­ტა­ნის სა­ფუძ­ვე­ლია.

რო­გორ უნდა გა­ვიძ­ლი­ე­როთ იმუ­ნი­ტე­ტი, რო­მელ­საც კო­ვიდ19-თან ბრძო­ლა­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი აქვს?

იმუ­ნი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტით გაძ­ლი­ე­რე­ბის დროს ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ. იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რი პრე­პა­რა­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ექი­მის მიერ უნდა იყოს და­ნიშ­ნუ­ლი. ზო­გა­დად კი იმუ­ნი­ტეტს ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით იძენს. იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ყვე­ლა ასაკ­ში ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს, სწორ კვე­ბას და ვარ­ჯიშს. იმუ­ნი­ტეტ­ზე ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა მავ­ნე ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი : არას­წო­რი კვე­ბა, გა­დაღ­ლა, უმოძ­რა­ო­ბა ,თამ­ბა­ქო­სა და ასე­ვე სხვა­დას­ხვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბა.

ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, რომ თუ გსურთ ქონ­დეთ ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იკ­ვე­ბოთ სწო­რად, ივარ­ჯი­შოთ და იქო­ნი­ოთ ძი­ლის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი რე­ჟი­მი.

რო­გო­რია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის როლი და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ში?

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია სწრა­ფი ტემ­პით გა­ვა­ვი­თა­როთ. ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვა­ლია. ამით ვი­ცავთ რო­გორც სა­კუ­თარ თავს, ისე გარ­შე­მომ­ყო­ფებს. რო­გორც გა­მოჩ­ნდა, ახა­ლი შტა­მე­ბი კი­დევ უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და ხში­რად ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი და ბავ­შვე­ბი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ეს საფრ­თხე ყვე­ლამ კარ­გად გა­ვი­თა­ვი­სოთ და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად ავცრათ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი.

და­ბო­ლოს, კი­დევ ერთხელ გან­გვი­მარ­ტეთ, რა გან­სხვა­ვე­ბაა კო­ვიდ19-ის ახალ და პირ­ვე­ლად შტა­მებს შო­რის და რო­გორ უნდა ვებ­რძო­ლოთ მას?

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, დელ­ტა შტა­მი ჩვი­ლებ­სა და მო­ზარ­დებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აზი­ა­ნებს. კო­ვიდ19-ის პირ­ვე­ლად შტამ­თან ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვქონ­და. ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვა კი უფრო რთუ­ლია, რად­გან მათი ორ­გა­ნიზ­მი ლა­ბი­ლუ­რია და დამ­ძი­მე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რია. თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბავ­შვე­ბი ხში­რად მარ­ტი­ვად­ვე გა­მო­დი­ან მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნი­ა, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ ბაქ­ტე­რი­ულ ფლო­რა­ში გა­და­დის და მათი ერთ-ერთი სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბაა - რეს­პი­რა­ცი­უ­ლი დის­ტრეს­სინ­დრო­მე­ბი. მდგო­მა­რე­ო­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დროს პა­ცი­ენ­ტი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­დაგ­ვყავს. ამ და სხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან თავი რომ და­ვიც­ვათ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვაქ­ცი­ნა­ცია . ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია. ჩვე­ნი უხი­ლა­ვი მტე­რი ჯერ კი­დევ არ არის სრუ­ლად შეს­წავ­ლი­ლი და ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­გორც არას­დროს, ისე უნდა ვი­ყოთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ერ­თობ­ლი­ვად, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვი­თა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ით ვებ­რძო­ლოთ მას.