2021-12-13
რას წარმოადგებს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რა არის მისი განვითარების რისკ-ფაქტორები და როგორია მისი მკურნალობის ეტაპები, ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემს კლინიკა ჰელსიკორის შიგანან სნეულებათა მედიცინის დეპარტამენტის ექიმი-თერაპევტი - თამარ ბებურიძე.
თამარ, დღეს შევეხებით ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებას, მარტივად რომ იყოს გასაგები მკითხველისთვის, რა არის მისი მახასიაათებელი ნიშანი და რა ზიანს აყენებს ის ადამიანის ჯანმრთელობას?
დაავადების მთავარი მახასიათებელი ნიშანი ქრონიკული ანთებაა, რომელიც აზიანებს ცენტრალურ და პერიფერიულ სასუნთქ გზებს, ფილტვის პარენქიმას და ალვეოლებს, ასევე ფილტვის სისხლძარღვებს.
რა არის დაავადების გამომწვევი მიზეზი?
თამბაქოს მოწევა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) განვითარების ყველაზე მთავარი რისკ-ფაქტორია, გამომწვევი მიზეზია შემთხვევათა 40-60%-ში. სხვა ეტიოლოგიები შეიძლება იყოს ჰაერის დაბინძურება, ბიომასის საწვავის მოხმარება შენობის შიგნით და პროფესიული ექსპოზიცია მტვერთან, ქიმიურ აგენტებთან.
ასევე, რომ გვითხართ როგორი სიმპტომები ახასიათებს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებას?
დაავადების სადიაგნოსტიკო სიმპტომებია: ხანგრძლივი ხველა უხვი ნახველით, ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა (ვიზინგი) ამოსუნთქვის ფაზაში და ადვილად დაღლა. სიმპტომები ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს და სასუნთქი სისტემის ინფექციების თანდართვის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ პაციენტებში, რომლებიც თამბაქოს მოწევას არ ანებებენ თავს, მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებს.
როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?
დაავადების სადიაგნოსტიკოდ, გარდა ანამნეზისა (სიგარეტის ჭარბი და ხანგრძლივი მოხმარება) და აღნიშნული კლინიკური მონაცემებისა, გადამწყვეტია სპიროგრაფიული კვლევა.
აღსანიშნავია, რომ დაავადებისათვის დამახასიათებელი სპიროგრაფიული მონაცემები, მაშინაც კი შეიძლება გამოხატული იყოს, როდესაც სიმპტომები მინიმალურადაა გამოხატული და დაავადებაზე ეჭვის მიტანაც კი გაძნელებულია.
ამის გამო, პროფილაქტიკური სპიროგრაფიული კვლევა რეკომენდებულია იმ შემთხვევეაში, თუ ადამიანი > 40 წელზე, ჭარბად მოიხმარს თამბაქოს და აღენიშნება გახანგრძლივებული მშრალი ხველა ან ადვილად დაღლის მინიმალური ნიშნები.
დიაგნოზის დასმის, ან თუნდაც ეჭვის მიტანის შემთხვეევაში, კატეგორიულად აუცილებელია თამბაქოზე უარის თქმა.
დაავადების პროგნოზი მძიმეა და გამოვლენიდან 10 წლის შემდეგ, პაციენტთა 50% იღუპება.
თამარ, როგორია მკურნალობის ეტაპები, რას მოიცავს ის?
ფქოდ-ის მკურნალობის გეგმა მოიცავს ოთხ კომპონენტს:
სტაციონარული მკურნალობა რეკომენდირებულია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავების შემთხვევაში.