2023-07-19

რა მიდგომებით სრულდება ტრავმატოლოგიური ოპერაციები ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილურ კლინიკა ჰელსიკორში და როგორი მიღწევები აქვს განყოფილებას

რა მიდგომებით სრულდება ტრავმატოლოგიური ოპერაციები ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილურ კლინიკა ჰელსიკორში, როგორი მიღწევები აქვს განყოფილებას და რომელი ტრავმატოლოგიური პათოლოგიებია გავრცელებული დღეს საქართველში, ამ და სხვა საინტერესო თემებზე კლინიკის ტრავმატოლოგიური განყოფილების ხემლძღვანელი - გიორგი გოგოლაძე გვესაუბრება.

ბატონო გიორგიდღეს მედიცინა იძლევა იმის საშუალებასჩატარდეს ოპერაციაბი ტრავმატოლოგიური მიმართულებითრომელიც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელიც კი იყოასევე ცნობილიარომ არაერთი მსგავსი ოპერაცია ჩატარებულა კლინიკა ჰელსიკორშიამაზე რომ მოგვიყვეთთუ რა ოპერციებზეა საუბარი.

ზოგადად ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში განვითარება ხდება ორი მიმართულებით, ეს არის მინიინვაზიური მიდგომები, რაც ნიშნავს ნაკლები ზომის განაკვეთებს ოპერაციის დროს რბილი ქსოვილების ნაკლები დაზიანებით და შესაბამისი ოპერაციული ინსტრუმენტარის და ტექნიკის დახვეწა.  მაგალითისთვის -ტერფის დეფორამიების კორექციისათვის საჭირო ინსტრუმენტებმა და ტექნოლოგიებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ეტაპზე შეიცვალა უკვე მე-5-თე თაობა. ყოველწლიურად იხვეწება და უმჯობესდება აღნიშნული ტექნოლოგიები. რათქმაუნდა ეს ყველაფერი ხდება ევროპის და ამერიკის სამკურნალო-სამეცნიერო დაწესებულებებში და არის დაკავშირებული დიდ ფინანსურ ხარჯებთან. სამწუხაროდ უმეტესობა ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან გამომდინარე ჩვენთვის ხელმისაწდომი არ არის.

ჩვენი კლინიკის პირობებში ვთანმშრომლობთ და გვაქვს კომუნიკაცია მსოფლიოს წამყვან სამედიცინო კომპანიებთან,  როგორიც არის Arthrex, De pye, Zimmer, Merril  და სხვა.
მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირების დროს ჩვენ დავნერგეთ ე.წ.  „წინა მიდგომა“. ოპერაციული განაკვეთი კეთდება ბარძაყის წინა ზედაპირზე და მაქსიმალურად ხდება რბილი ქსოვილების დაზოგვა ოპერაციის დროს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს პოსტ-ოპერაციული რეაბილიტაციისას.  ეს ეხება აგრეთვე რეპროთეზირების ოპერაციების ჩატარებას (მორყეული ენდოპროტეზების გამოცვლა სარევიზიო პროტეზით).  აგრეთვე ვატარებთ ოპერაციებს ტერფის პირველი თითის დეფორმაციების დროს თანამედროვე ტექნოლოგიებით, დეფორმაციების ყველა შემადგენელი ნაწილის კორექციით, რაც მინიმუმადე ამცირებს რეციდივის შანსს.  აგრეთვე ვიყენებთ ოსტეოსინთეზების თანამედროვე მეთოდებს მწვავე მოტეხილობების დროს.

ბატონო რიოგრიგარდა ტრავმებისარომელიც შეიძლება პაციენმა მიიღოსრა არის ის ტრავმატოლოგიური პათოლოგიები და დაავადებებირომლებიც საქართველოში ყველაზე მეტად არის გავრცელებული?

საქართველო და ზოგადად ამიერკავკასია არის სხვადასხვა  სახსრების თანდაყოლილი ართროზების ენდემური კერა (რეგიონი, სადაც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება აღნიშნული პათოლოგიები, რაც გამოწვეულია ძირითადად გენეტიკური ფაქტირებით). ართროზი ნიშნავს სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის თანმიმდევრულ და პროგრესირებად დაზიანებას რომელიც თავს იჩენს გარკვეულ წლოვანებაში და მიმდინარეობს პროგრესირებადად.  ყველაზე ხშირი ართროზები ეხება პირველ რიგში მენჯ-ბარძაყის სახსრებს და მუხლის სახსრებს. აღნიშნული პათოლოგიები თავს იჩენს ძირითადად ხანდაზმულ ასაკში თუმცა ახალგაზრდებშიც არც თუ ისე იშვიათია.

როდის იჩენს პრობლემები თავსრა ასაკიდან უნდა გაიაროს პაციენტმა შემოწმება ტრავმატოლოგთანრომ სამომავოდ თავიდან აცილებულ იქნას გართულებები?

რათქმაუნდა, როგორც ზემოდ აღვნიშნე, ეს პათოლოგიები თავს იჩენს ძირითადად ხანდაზმულ ასაკში, თუმცა ახალგაზრდებშიც არც თუ ისე იშვიათია. საყურადღებოა ბავშვობაში არსებული მენჯ-ბარძაყის სახსრებში ქვეამოვარდნილობები, თუნდაც წარმატებით ნამკურნალები. ნებისმიერი დისკომფორტის შეგრძნების შემთხვევაში სახსრებში აუცილებელია რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ტრავმატოლოგის კონსულტაცია  და მეთვალყურეობა დინამიკაში.  შორს წასული პროცესი შესაბამისად სამკურნალოდაც უფრო რთულია, ოპერაიცული ჩარევაც ტექნიკურად რთულდება, რაც გავლენას ახდენს პოსტოპერაციული პერიოდში რეაბილიტაციის ხარისხზე.

 

არსებობს პათოლოგიები ან დაავადებებირომლებიც სეზონურიამაგალითისთვის ზაფხულში აქტიურდება ან ახასიათებს სეზონურობა?

ძირითადად ეს ეხება სახსრების ართროზულ დაავადებეს. ცნობილია, რომ ამინდის ცვლილებაზე, სიცივეზე, დაავადებულ სახსრებში ტკივილი იმატებს.  ამინდის ცვლილება დაკავშირებულია დედამიცის მაგნიტურ ველებზე. ზოგადად მაგნიტური ველები ძალიან კარგად მოქმედებს ართროზულ სახსრებში ტკივილის სინდრომის შემცირებაზე.  საქართველოში არის უნიკალური მაგნიტური სილები ურეკში, რაც მარილიან ზღვის წყალთან ერთად არის სახსრების დაავადების მკურნალობის ერთ-ერთი გამორჩეული მეთოდი. აგრეთვე წყალტუბოში, აღდგენილი სამკურნალო ბალნეოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის გავლა სამკურნალო ტალახით, როდონის ვანებით ახდენს უნიკალურ სამკურნალო ეფექტს.

ცნობილიარომ ჰალუს ვალგუსი მეტწილად ქალბატონებშია გავრცელებულიარსებობს კიდევ რომელიმე ტრავმატოლოგოური პათოლოგიარაც სტატისტიკურად მამაკაცებსა ან ქალებში ჭარბობს?

რაც შეეხება ტერფის პირველი თითის ვალგუსურ დეფორმაციებს, რომელსაც ხალხში „პოდაგრას“ უწოდებენ, ქალბატონების წილი არის 90% და ეს დაავადებაც განპირობებულია გენეტიკით (გადადის მშობლებიდან შვილებზე), იწყება უმიზეზოდ და აგრეთვე პროგრესირებადია. აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპებზე ქირურგიული ჩარევა ბევრად მცირეინვაზიურია და პოსტ-ოპერაციული შედეგიც გაცილებით უკეთესია.  სამწუხაროდ მენჯ-ბარძაყის სახსრების და მუხლის სახსრების ართროზებიც ჭარბობს უმეტესად ქალბატონებში, გადადის დედის X-ქრომოსომით მდედრობითი სქესის შვილებზე. ქრონიკული ორთოპედიული დაავადებები კი, რომელიც ჭარბობს უფრო მამაკაცებში პრაქტიკულად მინიმალურია, ეს ძირითადად ეხება ლულოვანი ძვლების თანდაყოლილ დეფორმაციებს,რომლის კორექცია, დაგრძელება, დამოკლება აგრეთვე წარმატებით ტარდება ჩვენს კლინიკაში თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.