ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ბრონქიტი

2022-06-06

რა განსხვავებაა ფქონდა და ბრონქიტს შორის

ფქოდი (ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადება) შეუქცევადი ან ნაწილობრივ შეუქცევადი ობსტრუქციის შედეგად განვითარებული დაავადებაა, რომლის მთავარი მახასიათებელი ქრონიკული ანთებაა, რომელიც აზიანებს:

  • ცენტრალურ და პერიფერიულ სასუნთქ გზებს
  • ფილტვის პარენქიმას
  • ალვეოლებს
  • ფილტვის სისხლძარღვებს.

ბრონქიტი - ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებით დაავადებას წარმოადგენს და არსებობს მისი როგორც მარტივი, ასევე მძიმე და ქრონიკული ფორმები.

იმ შემთხვევაში თუ დაავადების ხანგრძლივობა სამ თვემდეა, ბრონქიტი მწვავეა

ბრონქიტი ითვლება ქრონიკულად თუ სიმპტომების ხანგრძლივობა რამდენიმე თვე ან წლები გრძელდება.

ფქოდის მთავარ გამომწვევ მიზეზად თამბაქოს მოწევა ითვლება.

რისკ-ფაქტორებია ასევე:

  • ჰაერის დაბინძურება
  • ბიომასის საწვავის მოხმარება შენობის შიგნით
  • პროფესიული ექსპოზიცია მტვერთან ან ქიმიურ აგენტებთან.

ბრონქიტის გამომწვევ მიზეზებად ითვლება:

  • თაბმაქოს მომხმარება
  • რესპირატორული ვირუსული დაავადებები
  • ცხვირით სუნთქვის დარღვევა
  • სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები

 ორივე შემთხვევაში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, დიფერენციალური დიაგნოსტიკა და სწორად დანიშნული დროული მკურნალობა!

ბრონქიტის მკურნალობა კლინიკა ჰელსიკორში გამოცდილი ექიმების დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს, თუ გსურთ დეტალური ინფორმაციის მიღება გაიარეთ კონსულტაციები ჩვენს პულმონოლოგებთან.

 

ჰელსიკორი გისურვებთ ჯანმრთელობას!