2023-07-15

რა არის ვარიკოზული ვენების გამომწვევი მიზეზი და როგორია მისი მკურნალობა

რა არის ვარიკოზული ვენების გამომწვევი მიზეზი და როგირია მისი მკურნალობა, როდის შეიძლება გართულდეს დაავადება და რა სიმპტომები ახასიათებს მას - ამის შესახებ გვესაუბრება ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა ჰელსიკორის სისხლძარღვთა ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი - გაგა კეშელავა.

პირველ რიგში, მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, განვმარტოთ რა არის ვარიკოზი, და როგორ ვითარდება ის?

ვენების ვარიკოზული დაავადება კანქვეშა  ვენების გაგანიერებაა, ის შესაძლებელია განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში. აღსანიშნავია, რომ ვარიკოზს მეტწილად ქვედა კიდურებზე ვხვდებით, მიზეზი კი  ვენური წნევის ზრდაა, რომელიც ფეხზე დგომისას და სიარულის დროს ვითარდება. შედეგად ხდება სისხლის შეგუბება სისხლძარღვებში და სწორედ ამის შემდეგ გამოიკვეთება თვალით შესამჩნევი გაგანიერებული ვენები  შეშუპებასთან ერთად კანის ზედაპირზე. ზოგ შემთხვევაში მას ახლავს ტკივილი, წვის შეგრძნება და ქავილი, კუნთების უნებლიე კრუნჩხვა.

ფეხზე ხანგრძლივად ყოფნის გარდა რა შეიძლება იყოს ვარიკოზული ვენების გამომწვევი მიზეზები?

ვარიკოზული ვენების გამომწვევი მიზეზი საკმაოდ ბევრი რამ შეიძლება იყოს, ერთ-ერთი მოწინავე მიზეზი არის გენეტიკური ფაქტორი, საკმაოდ ხშირია დაავადება მშობლიდან გადავიდეს შვილზე, თუმცაღა ძირითადი მიზეზი მაინც ადამიანის ცხოვრების წესზე არის დამოკიდებული. დიდ როლს თამაშობს ჰორმონები, ორსულობის და მენოპაუზის პერიოდები, ჭარბი წონა, ვენური უკმარისობა, ასევე სრულიად დასაშვებია დაავადების გამომწვევი იყოს ხანგრძლივად და ხშირად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოხმარება. ვარიკოზოული ვენები ვითარდება საკმაოდ ნელ ტემპში, თუმცა არის პროგრესირებადი და მას შეუძლია დიდი დისკომფორტი შეუქმნას ადამიანს.

რა არის ვარიკოზული ების გამომწვევი ქალებსა და მამაკაცებში, არის თუ არა განსხვავებული მიზეზები?

დაავადება აწუხებს როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს, თუმცა მეტწილად მას ქალბატონებში ვხვდებით. პროგესტერონის დონის ზრდა უდიდეს როლს თამაშობს ვარიკოზული ვენების განვითარებაში, აღნიშნული ჰორმონი ქალებში მეტი რაოდენობით წარმოიქმდება ვიდრე მამაკაცებში, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მდედრობით სქესში უფრო ხშირად ვხვდებით ვარიკოზულ გაგანიერებას. აღსანიშნავია, რომ ქალბატონებში ასევე ვითარდება საშვილოსნოს ვარიკოზი. ეს არის დაავადება, რომელიც ძირითადად ორსულობის დროს იჩენს თავს და მას განაპირობებს ჰორმონალური ფონის შეცვლა, საშვილოსნოსა და მენჯის ვენების კედლების ტონუსის შემცირება.

როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს და როგორია ზოგადად დაავადების პრევენცია, მკურნალობა და ჩარევები?

რაც უფრო ადრე იქნება აღმოჩენილი პრობლემა, ცხადია მკურნალობა მით უფრო ეფექტურ შედეგის მოიტანს. პირველივე სიმპტომების აღმოჩენისას - ქვედა კიდურებში ტკივილი, სიმძიმე და წვის შეგრძნება, გენეტიკური ფაქტორები, აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი და მკურნალობა.
აღსანიშნავია, რომ ხშირად პაციენტები საკმაოდ გვიან მოგვმართავენ, როდესაც პროცესი უკვე შორს არის წასული. ვინაიდან დაავადება პროგრესირებადია, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში შესაძლოა ვენა ყველაზე სუსტ, კანთან შეხორცების ადგილას გასკდეს, რაც გამოიწვევს სისხლდენას, ამ დროს უკვე აუცილებელია სამედიცინო ჩარევა, რათა არ მოხდეს ხიხლის დაკარგვა. ასევე შეიძლება განვითრდეს თრომბოფლებიტი რტოფიული წყლული.
ხშირია რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოუაროს პაციენტმა ვებენს სახლის პირობებში, რა სახის ვარჯიშები არის რეკომენდებული და რაზე უნდა შეიკავოს თავი.

და როგორი არის რეკომენდაციები რომ გვითხრათ?

რამდენადაც არ არის რეკომენდებული ხანგრძლივად ფეხზე ყოფნა, ასევე არ არის საურველი მუდმივად იჯდეს ადამიანი, მნიშნნელოვანია ნახევარი საათი მაინც დავუთმოთ დღის მანძილზე ფეხით სიარულს. არ ატაროთ მოჭერილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საკმაოდ საზიანოა მით უფრო ზაფხულში. ბევრს უყვარს ძალიან ცხელ წყალში შხაპის მიღება, ეს არ არის რეკომენდებული, პირიქით რაც უფრო გრილი იქნება წყალი და მითუმეტეს ზაფხულში უკეთესია თქვენთვის.