2023-07-31

რა არის მოციმციმე არითმია

მოციმციმე არითმია - არითმიის სახეობაა როდესაც გულის ზედა კამერები ანუ წინაგულები სრულიად არარიტმულად და ქაოტურად იკუმშება. ამის შედეგად, როგორც წესი, მთლიანად გულიც ხშირად ძალიან სწრაფად და არათანაბრად ცემს. ამ არითმიის დიაგნოსტიკა საკმაოდ მარტივია და სტანდარტული კარდიოლოგიური კვლევები, მაგალითად არითმიის დროს გადაღებული კარდიოგრამაც კი სრულიად საკმარისია დიაგნოზის დასადგენად.

რა იწვევს მოციმციმე არითმიას:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჭარბი წონა;
  • თამბაქო-ალკოჰოლის მოხმარება;
  • გულის იშემიური დაავადება;
  • ასაკი

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ:

  •  გულის ფრიალი;
  •  აჩქარებული გულისცემის შეგრძნება;
  •  დაღლილობა;
  • ქოშინი;
  •  უჰაერობა;
  •  თავბრუსხვევა;