2023-08-06
რა არის ინტერვენციული კარდიოლოგია, როდის უნდა ჩაიტაროს პაციენტმა კორონოგრაფია და რა ოპერაციები სრულდება დღეს მხოლოდ კლინიკა ჰელსიკორში ამ და სხვა საინტერესო თემებზე კლინიკის ინტერვენციული კარდიოლოგი - გიორგი კაპანაძე გვესაუბრება.
გიორგი, სამწუხაროდ დღეს საზოგადოების ნაწილმა არ იცის რა არის ინტერვენციული კარდიოლოგია, არ იციან რას მოიცავს და რას გულისხმობს ეს მიმართულება. მარტივად თუ არის შესაძლებელი განგვიმარტოთ რითი განსხვავდება კარდიოლოგია - ინტერვენციული კარდიოლოგიისგან.
|ინტერვენციული კარდიოლოგია არის კარდიოლოგიის ერთერთი განხრა, სადაც კარდიოლოგიური პაციენტის დიაგნოსტირება და მკუნალობა ხორციელდება სპეციალური კათეტერებით და მოწყობილობებით. განსხვავებით კარდიო ქირურგიისაგან, ინტერვენციული კარდიოლოგია არ საჭიროებს ქირუგიულ განაკვეთებს, ღრმა ნარკოზს და აქვს რეაბილიტაციის ბევრად მოკლე პერიოდი. თანამედროვე ინტერვენციულ კარდიოლოგიას თითქმის ყველა გულის სტრუქტურული პათოლოგიის მკურნალობა შეუძლია. რათმქაუნდა არსებობს სიტუაციები, როდესაც კარდიოქირურგია შეუცვლელია.
საბედნიეროდ, საზოგადოებაში უკვე არის ის ტენდენცია, რომ არამხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე მიმართავს პაციენტი ექიმს, არამედ ექიმთან ვიზიტს წელიწადში ერთხელ მაინც აწარმოებს, რომ გაიგოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კორონოგრაფიაზე რომ ვისაუბროთ, ხშირად მისი ჩატარებისას იგებს პაციენტი, რომ გულის პრობლემები აწუხებს და დროულად ხდება გულის სტენტირება, კიდევ რა პრობლემების გამოვლენა შეუძლია კორონოგრაფიას და რა პერიოდულობით უნდა ჩაიტაროს ის ადამიანმა?
დიახ, კორონაროგრაფიის დახმარებით უამრავ ადამიანს შეუნრაჩუნდა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რათქმაუნდა გულის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებების დროული არმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კორონაროგრაფიის გაკეთების საჭიროებას წყვეტს მხოლოდ ექიმი და ეს კვლევა მხოლოდ პაციენტის სურვილით არ კეთდება. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე, მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი და რეკომენდაციის მიღება.
არსებობს დაავადებები, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, რომელიც სამწუხაროდ ხელს უშვლის გამოვლინდეს გარკვეული სიმპტომები, რომლებიც გულის პათოლოგიებთან ასოცირდება?
გულის ბევრ მძიმე დაავადებას და მათ გართულებებს სანამ ისინი გაღრმავდება და მძიმედ გამოვლინდება ახასიათებს ტკივილი გულმკერდის არეში. რის გამოც ასეთი პაციენტები შედარებით დროულად მიმართავენ ექიმს. დიაბეტიან პაციენტებში კი ხშირად შესაძლოა ტკივილი საერთოდ არ გამოვლინდეს და ისე დადგეს მძიმე შედეგები.
ზოგადად, დიაბეტიანი პაციენტები გულ-სისხლძარღვდა დაავადებების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ამიტომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარდიოლოგთან რუტინული კონსულტაცია.
თქვენი გუნდი კლინიკა ჰელსიკორში ბატონი ირაკლი გოგორიშვილის ხელმძღვანელობით ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებულია დღეს საქართველოს მასშტაბით, არაერთი დროულად აღმოჩენილი გულის პრობლემა და გადარჩენილი სიცოცხლე უკავშირდება თქვენს გუნდს, ტარდება ოპერაციები, რომლებიც იშვიათია და გაქვთ დიდი წარმატება, ინტერვენვიული კარდიოლოგია ის დარგი იყო, რომლის გამოც პაციენტებს წლების წინ საზღვრებს გარეთ უწევდა წასვლა, თქვენს გუნდე და იმ ოპერაციებზე რომ გვესაუბროთ, რომელსაც კლინიკაში ატარებთ.
ნამდვილად ბატონი ირაკლი გოგორიშვილის ხელმძღვანელობით არაერთი უნიკალური ინტერვენციული პროცედურა ჩატარებულა, უნიკალური არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ჩვენი გუნდი მუდმივად თანამშრომლობს, ამერიკის, ისრაელის და ევროპის სხვადასხვა წამყვან კლინიკებთან. ჩვენს კლინიკაში განხორციელებულუ უნიკალური პროცედურების დღემდე აქტიურად შუქდება სხვადასხვა კონფერენციებსა თუ სამედიცინო ჟურნალებში. გარდა გუნდისა, ასეთი გამოწვევებისთვის მნიშვნელოვანია კლინიკს მატერიალურ ტექნიკური ბაზა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. დღემდე ვრჩებით ერთადერთ კლინიკად საქართველოში, სადაც აორტის სარქვლის გამოცვლა განაკვეთის გარეშე უცხოელი კოლეგების დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად ხდება.
და ბოლოს რა იქნება თქვენი რჩევა პაციენტების მიმართ, გარდა ჯანსაღი ცხოვრების წესისა, რა უნდა გააკეთოს პაციენტმა რომ გული ჯანმრთელად ქონდეს.
გარდა ჯანსაღი ცხოვრების წესისა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ზომიერება აუცილებელი კომპონენტია, გულის სიჯანსაღისთვის. მაგალითად, ჯანმრთელობისთვის ზედმეტი ყურადღება ხანდახან უყურადღებობაზე მეტად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. თანამედროვე განმარტებით ჯანმრთელობა გარდა ფიზიკურისა, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობასაც გულისხმობს და ამიტომ, ერთზე ზრუნვა მეორეს არ უნდა აზიანებდეს. ბალანსი აუცილებელია, კვებაში, გართობაში, დასვენებაში და ყველანაირ სოციალურ აქტივობაში, სამედიცინო პრობლემის გამო პაციენტს არ უნა შევუზღუდოთ აქტიური ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში.