მზის დაკვრა სიმპტომები და დაზიანებები

2022-06-22

მზის დაკვრა - სიმპტომები და დაზიანებები

მზის დაკვრა სითბური დაზიანების ყველაზე სერიოზულ ფორმას წარმოადგენს, ის გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმის გადახურებით და ვითარდება როდესაც ორგანიზმის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს.

მზის დაკვრამ შესაძლოა გამოიწვიოს:

  • საერთო სისუსტე;
  • თავის ძლიერი ტკივილი;
  • თავბრუსხვევა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • არითმია;
  • ცხვირიდან სისხლდენა;
  • პირის სიმშრალე;
  • ძლიერი წყურვილის შეგრძნება;
  • თვალების ტკივილი და დაბინდვა;
  • შუილი ყურებში;

მზის დაკვრას შესაძლებელია თან დაერთოს დამწვრობა, ამ შემთხვევაში არის რისკი განვითარდეს კრუნჩხვა, გონების დაკარგვა, ჰალუცინაციები. უმნიშვნელოვანესია ექიმის მეთვალყურეობა და დროულად დანიშნული სწორი მკურნალობა.

რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან:

  • ბავშვები;
  • მოზარდები;
  • ხანდაზმულები;
  • ღია კანის ფერის მქონე პირები;
  • ჭარბწონიანები;
  • მათ ვისაც აწუხებს სისხლძართვთა პრობლემები

რჩევები:

  • აუცილებელია მოერიდოთ მაღალ რადიაციულ ფონს;
  • გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები, ქუდი და მზის სათვალე;
  • დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, არ დაგავიწყდეთ სითხის ხშირი მიღება;
  • თავი შეიკავეთ მუქი ფერის ტანსაცმლის გამოყენებისგან;
  • შეინარჩუნეთ ტენიანობა იმ სივრცეში, სადაც მეტ დროს ატარებთ;

სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ მზის დაკვრისგან გამოწვეული გართულებები.