2021-08-31
ალბათ ყველას მოგვისმენია, ან გვითქვამს, გული მიფრალებს ან ამიჩქარდაო, თუმცა შეიძლება არ ვიცოდეთ, რომ მსგავსი სიმპტომები შესაძლოა არითმიას მიანიშნებდეს
როგორც არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი, ჰელსიკორის არითმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი გვეუბნება, მოციმციმე არითმია - არითმიის სახეობაა როდესაც გულის ზედა კამერები ანუ წინაგულები სრულიად არარიტმულად და ქაოტურად იკუმშება. ამის შედეგად, როგორც წესი, მთლიანად გულიც ხშირად ძალიან სწრაფად და არათანაბრად ცემს. ამ არითმიის დიაგნოსტიკა საკმაოდ მარტივია და სტანდარტული კარდიოლოგიური კვლევები, მაგალითად არითმიის დროს გადაღებული კარდიოგრამაც კი სრულიად საკმარისია დიაგნოზის დასადგენად.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ პაციენტი შეიძლება საერთოდ ვერ გრძნობდეს არითმიას და ის მხოლოდ შემთხვევით იქნას აღმოჩენილი, თუ გაწუხებთ:
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა გამორიცხოთ მოციმციმე არითმია, რადგან ამ არითმიის დროს იზრდება გულის უკმარისობის განვითარების, თრომბის წარმოქმნის და იშემიური ინსულტის რისკი.
ჰელსიკორში მკურნალობას ვიწყებთ მედიკამენტური თერაპიით. ანტიარითმიულ მკურნალობასთან ერთად, აუცილებელია თრომბის წარმოქმნის რისკის შეფასება და შესაბამისი „სისხლის გამათხელებელი“ პრეპარატის შერჩევა.
თუ მედიკამენტური თერაპია არ იქნება საკმარისი სიმპტომების გასაკონტროლებლად, რეკომენდებულია კათეტერული აბლაცია.
კონსულტაციაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე:
032 243 33 43