თვალის დაავადება მიოპია

2021-10-03

მიოპია - იგივე ახლომხედველობა

მიოპია, იგივე ახლომხედველობა რეფრაქციული დეფექტია, რომლის დროსაც თვალს დიდი გარდამტეხი ძალა აქვს ან თვალის ღერძი არის უფრო გრძელი. ამ დროს ვერ ხერხდება გამოსახულების ბადურამდე მიღწევა, რის შედეგადაც პაციენტს უჭირს შორს მხედველობა.

მიოპიის დროს სწორად შერჩეულ სათვალეს ან კონტაქტურ ლინზას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი პაციენტის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

მიოპიას შეიძლება მოყვეს ისეთი გართულებები, როგორიცაა:

  • ამბლიოპია - ზარმაცი თვალი, განსაკუთრებით საყურადღებოა სკოლამდელ ასაკში და მის შემდგომ პერიოდში;
  • მინისებრი სხეულის დესტრუქცია, რომელიც მხედველობის არეში მცურავი შემღვრევებით ვლინდება;
  • დეგენერაციული და გათხელების კერები - ბადურა გარსსა და ქოროიდეას შრეში, რომელიც შეიძლება ბადურა გარსის ჩამოცლით გართულდეს.

მიოპიის გამოსავლენად და მკურნალობის დასაგეგმად საჭიროა ოფთალმოლოგთან ვიზიტი და გამოვლენის შემდეგ - დინამიკაში კონტროლი.

ახლომხედველობის კორექცია შესალძლებელია სათვალით, კონტაქტური ლინზით, ლაზერული ან მცირედ ინვაზიური ქირურიით.

თევდორე მღვდლის ქ. 13ბ
032 2 43 33 43