2022-04-03

ლუკას ბეიერი საქართველოში

6 და 7 მაისს ჰელსიკორის ეწვევა პოცდამის, ერნსტ ვონ ბერგმანის კლინიკის, დიაგნოსტიკისა და ინტერვენციული რადიოლოგიის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი - ლუკას ბეიერი.

 ლუკას ბეიერი ექსპერტია ინტერვენციული რადიოლოგიის სფეროში, იგი ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია სხვადასხვა ორგანოებში ლოკალიზებული სიმსივნეების აბლაციასა და ემბოლიზაციაში, ასევე სხვადასხვა სახის ენდოვასკულურ და ბილიარულ პროცედურებში, დრენაჟსა და TIPS - ში.

დღესდღეისობით საქართველოში მეტად აქტუალურია ღვიძლის პირველადი და მეორადი სიმსივნეების მკურნლობა და მართვა, სწორედ ამ დარგების განვითარებაში მიუძღვის დიდი წვლილი პროფესორ ბეიერს.

ლუკას ბეიერი, ჰელსიკორის გუნდთან ერთად - ლევან გოგიჩაიშვილი, ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ონკოქირურგი, ტრანსპლანტოლოგი და ირაკლი გოგორიშვილი, ინტერვენციული კარდიოლოგიისა და მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩაატარებს როგორც კონსულტაციებს, ასევე ოპერაციებს.
პროფეროს ბეიერს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჰელსიკორის გუნდის უწყვეტ სამედიცინო განათლებაში.

ვიზიტის დაგეგმვის მსურველებმა აუცილებელია წინასწარ ჩანიშნონ კონსულტაცია, არაუგვიანეს 30 აპრილისა. ვინაიდან დროულად მოხდეს კვლევების დაგეგმვა და წინააოპერაციოდ დოკუმენტაციის მომზადება.

მისამართი: თევდორე მღვდლის 13ბ
ტელეფონი: 2 43 33 43
info@hcore.ge