2022-08-19

ლუკას ბეიერი ჰელსიკორში

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, 7-8 სექტემბერს ჩვენს კლინიკას კვლავ ეწვევა ერნსტ ვონ ბერგმანის კლინიკის, დიაგნოსტიკისა და ინტერვენციული რადიოლოგიის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი - ლუკას ბაიერი

ლუკას ბაიერი ექსპერტია ინტერვენციული რადიოლოგიის სფეროში, იგი ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია სხვადასხვა ორგანოებში ლოკალიზებული სიმსივნეების აბლაციასა და ემბოლიზაციაში, ასევე სხვადასხვა სახის ენდოვასკულურ და ბილიარულ პროცედურებში, დრენაჟსა და TIPS - ში.

დღესდღეისობით საქართველოში მეტად აქტუალურია ღვიძლის პირველადი და მეორადი სიმსივნეების მკურნლობა და მართვა, სწორედ ამ დარგების განვითარებაში მიუძღვის დიდი წვლილი პროფესორ ბეიერს.

ლუკას ბაიერი, ჰელსიკორის გუნდთან ერთად - ლევან გოგიჩაიშვილი, ონკოლოგიური ქირურგიის და ტრანსპლანტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი და ირაკლი გოგორიშვილი, ინტერვენციული კარდიოლოგიისა და მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩაატარებს როგორც კონსულტაციებს, ასევე ოპერაციებს.
პროფეროს ბეიერს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჰელსიკორის გუნდის უწყვეტ სამედიცინო განათლებაში.

ვიზიტის დაგეგმვის მსურველებმა აუცილებელია წინასწარ ჩანიშნონ კონსულტაცია, არაუგვიანეს 31 აგვისტოს. ვინაიდან დროულად მოხდეს კვლევების დაგეგმვა და წინააოპერაციოდ დოკუმენტაციის მომზადება

მისამართი: თევდორე მღვდლის 13ბ
ტელეფონი: 599 648 854