კუჭის ბოტოქსის ოპერაცია კლინიკა ჰელსიკორში

2022-10-03

კუჭის ბოტოქსი კლინიკა ჰელსიკორში

საზოგადოების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილურ კლინიკა ჰელსიკორში, 15 და 16 ოქტომბერს ჩატარდება კუჭის ბოტოქსის პროცედურა.

დაემშვიდობე ჭარბ წონას, ქართველი და თურქი სპეციალისტების მაღაკლვალიფიციური გამოცდილებით!

15-16 ოქტომბერს, ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილურ კლინიკაში „ჰელსიკორი“ ჩატარდება კუჭის ბოტოქსის პროცედურები, მედიცინის დოქტორის - ქემალ ჰუნერლის მეთოდებისა და გამოცდილების გაზიარებით. ქემალ ჰუნერლი თურქეთის მოწინავე კლინიკების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპესიალისტია.

ქემალ ჰუნერლი მენტორის ამპლუაში 2020 წლიდან პერიოდულად ჩამოდის კლინიკა ჰელსიკორში და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს, ხოლო პროცედურების მსვლელობისას აკვირდება ქართველი სპეციალისტების მუშაობას.

ქემალ ჰუნერლი 2012 წლიდან თურქეთის ქირურგთა ასოციაციის წევრია, მას ჩატარებული აქვს 6000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია - როგორც ბარიატრიული, ასევე ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური პროცედურების მიმართულებით. იგი არის ერთ-ერთი ნოვატორი კუჭის ბოტოქსის, როგორც ბარიატრიული პროცედურის დანერგვაში და აქვს გამოქვეყნებული არაერთი ნაშრომი აღნიშნულ სფეროში.

კუჭის ბოტოქსის პროცედურას ჩაატარებს ჰელსიკორის ურგენტული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ენდოსკოპისტი, ბარიატრიული ქირურგი - რატი ტურაშვილი.

კუჭის ბოტოქსის უპირატესობები:

  • სწრაფი, მარტივი, უმტკივნეულო და ნაკლებ ტრავმული პროცედურა (პროცედურის ხანგრძლივობა 20-25 წუთი);
  • ნაკლები გვერდითი მოვლენები და მინიმალური გართულების რისკი;
  • კუჭის, როგორც ორგანოს, ფუნქციების სრულად შენარჩუნება;
  • სწრაფი რეაბილიტაცია (პაციენტი იმავე დღეს ეწერება ბინაზე);
  • წონაში კლება 10-20 კილოგრამამდე;

პროცედურის ჩატარებამდე ხდება პაციენტის სრული კვლევა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კუთხით. ამ პროცესში ჩართულია შემდეგი სპეციალისტები:

  • ენდოკრინოლოგი;
  • კარდიოლოგი;
  • ფსიქოლოგი;
  • ანესთეზიოლოგი;
  • ენდოსკოპისტი

ბოტოქსის მოქმედების ხანგრძლივობაა 6 თვე, ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტი მუდმივად იმყოფება ენდოკრინოლოგის და ენდოსკოპისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

ვიზიტის დაგეგმვის მსურველებმა აუცილებელია წინასწარ ჩანიშნონ კონსულტაცია არაუგვიანეს 12 ოქტომბრისა.

მისამართი: თევდორე მღვდლის 13გ
ტელეფონი: +995 577 77 59 99
info@hcore.ge