2022-09-02

კუჭ-ნაწლავის გამოკვლევა ზონდის გარეშე

ჩაიტარეთ კუჭ-ნაწლავის გამოკვლევა ზონდის გადაყლაპვის გარეშე!

მეთოდი, რომელიც ულტრაბგერითი კვლევის საშუალებით გვაძლევს კუჭ-ნაწლავის დეტალურ სურათს, კომფორტულია როგორც უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

კუჭ-ნაწლავის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური კვლევა ენდოსკოპიის, ზონდის გადაყლაპვის გარეშე იძლევა საშუალებას დაისვას ისეთი დიაგნოზი, როგორიცაა:

  • საყლაპავის თიაქარი;
  • კუჭის წყლულოვანი დაავადება;
  • ეროზიული გასტრო-დუოდენტი;
  • ქრონიკული გასტრიტი;
  • დივერტიკულები;
  • პოლიპი;
  • სიმსივნური წარმონაქმნი და სხვა

აღნიშნული მეთოდით ხდება როგორც ლორწოვანი გარსის, ასევე კუჭის კედლის სისქეში არსებული პათოლოგიური ცვლიებების დაფიქსირება.

კვლევას ატარებს მედიცინის აკადემიური დოქტორი, რადიოლოგი - კონსტანტინე ბარიშვილი.

კუჭის ზონდი

კუჭის გამოსაკვლევად გამოიყენება სპეციალური კუჭის ზონდი. ის საჭიროა რათა დეტალურად იყოს შესწავლილი მდგომარეობა. თუ პაციენტს არ სურს გადაყლაპოს კუჭის ზონდი, ამ შემთხვევაში “ჰელსიკორი” მარტივ გამოსავალს გვთავაზობს. კუჭის გამოკვლევა ზონდის გადაყლაპვის გარეშეც შეიძლება. რაც მთავარია, ეს  მარტივი პროცედურაა, რა დროსაც  ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის საშუალებით დაისმევა დიაგნოზი.