2022-07-10
ჰალითოზს ყველაზე ხშირად ვხვდებით:
კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს;
საყლაპავის დივერტიკულური დაავადებისას;
Helicobaqter pylori-ით გამოწვეული გასტრიტის დროს;
დუოდენიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ -წყლულოვანი დაზიანებებისას;
ასევე ხშირია ჰელმინტოზის, ჰელმინთებით გამოწვეული სანაღვლე გზების დისკინეზიების, ღვიძლი მძიმე უკმარისობის - ღვიძლისმიერი კომის დროს .
ჰალითოზის სიმპტომის აღმოჩენა რთული არ არის, მას თავად პაციენტი ან მისი გარემოცვა მარტივად აღიქვამს, თუმცა ჰალიტოზის ეტიოლოგიური ფაქტორის მიკვლევა ექიმის პრეროგატივაა.
არსებობს ჰალითოზის არაერთი გამომწვევი მიზეზი და ფორმა
ცრუ ჰალითოზი - პაციენტი გრძნობს არასასიამოვნო სუნს პირის ღრუდან, თუმცა ეს არის მისი მომატებული, სუბიექტური შეგრძნება, რასაც არ გააჩნია გამომწვევი მიზეზი და ამას არ ადასტურებს მისი გარემოცვა;
ჭეშმარიტი ჰალითოზი - როდესაც ჰალიტოზს აქვს კონკრეტული გამომწვევი მიზეზი, მას შეიგრძნობს პაციენტი და ადასტურებს უახლოესი გარემოცვა;
ორალური ჰალითოზი - პირის ღრუს პრობლემებით გამოწვეული - პირის სიმშრალე, კარიესული კბილები, ღრძილების და სანერწყვე ჯირკვლების პათოლოგიები, მოხსნილი პროთეზები, ბრეკეტები, პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა. ამ დროს ბაქტერიების კოლონიები ენის ზურგზე იწყებენ აქტიურ გამრავლებას, მათი ცხოველქმედების პროცესში კი გამოიყოფა ტოქსიური აირები, აქროლადი ნივთიერებები, რომელსაც არასასიამოვნო სუნად ღიქვამს პაციენტი და მისი გარემოცვა;
ექსტრაორალური ჰალითოზი - ნუშურა ჯირკვლების ქრონიკული ანთება, წიაღების მწვავე ან ქრონიკული ჩირქოვანი ანთება, ქრონიკული ბრონქოობსტრუქციული დაავადება, ფილტვის ტუბერკულოზი , შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რამდენიმე პათოლოგია;
ხანმოკლე ჰალითოზი - ამა თუ იმ საკვები პროდუქტით (ხახვი, ნიორი, ხმელი ჩირი) სასმელით (გაზიანი სასმელები, ენერგეტიკული სასმელები) მედიკამენტებით (ანტისეკრეტორული, ანტისპაზმური და ა.შ.) თამბაქოს მოხმარებით, დაბალკალორიული დიეტით გამოწვეული, რომელიც რამდენიმე საათში გაივლის და არ არის საყურადღებო;
ასევე ხანმოკლე ჰალიტოზი - ახასიათებს ნაბახუსევის სინდრომს, რაც წინა დღეს მიღებული ალკოჰოლის ღვიძლში ტრანსფორმაციის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებების სასუნთქი გზებით გამოყოფის შედეგია.