2023-08-11

ჰაერის ტემპერატურამ ბოლო პერიოდში საკმაოდ მოიმატა, რაც ხშირად საკმაოდ სახიფათოა ადამიანის ორგანიზმისთვის

დღეს ჰელსიკორის #რჩევებში მოკლედ მოგიყვებით თუ როგორ მოვუაროთ ჯანმრთელობას სითბური ტალღების დროს

დახურულ სივრცეში:
საცხოვრებელ ადგილას ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს დღისით 32, ხოლო ღამით 24 გრადუსს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელს გადაცილებულ ადამიანებისთვის, ასევე ვისაც აწუხებს ქრონიკული დაავადებები;
 დღის მანძილზე დახურეთ ფანჯრები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები;
 თუ სახლში არ გაქვთ შესაბამისი გამაგრილებელი სისტემები, ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს;
 ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35-C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35-C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს;
 მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესარულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
 დღის მანზილზე მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი.

როგორ შევინარჩუნოთ სხეული გრილად:

მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა;
ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე;
გამოიყენეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან;
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა;
საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია მაღალ ტემპერატურას:

დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიცი)
გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
სითბური გამოფიტვა;
სითბური დაკვრა (მზის დარტყმა)