2021-09-01
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ყველაზე მეტი 22, 126 ადამიანი გულსისხლძარღვთა დაავადებების გამო დაიღუპა. გულსისხლძარღვთა დაავადებები ლეტალობის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა არაგადამდებ დაავადებებს შორის.
COVID-19-ის პანდემიამ კიდე უფრო გაამძაფრა მდგომარეობა, რადგან მის მიმდინარეობის გართულებებში გულ-ფილტვის უკმარისობამ და ტორმბორმბოლიამ ერთერთი ძირიღადი ადგილი დაიკავა . შესაბამისად, კოვიდინფიცირებულ პაციენტებში აუცილებლობა გახდა კარდიოლოგიური პროფილის მეთვალყურეობა და კონტროლი.
კლინიკა "ჰელსიკორის“ ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელის, კარდიოლოგ ნანა გოთონელიას განმარტებით, დღეს, როგორც ქართული, ისე მსოფლიო მედიცინის გამოწვევას სწორედ კოვიდგატანილი პაციენტებისთვის შესაბამისი სამედიცინოსერვისების მიწოდება წარმოადგენს. მართალია ამჟამად კოვიდშემდგომი მდგომარეობა ჯერ კიდე კვლევის ეტაპზეა, მაგრამ უკვე ნათელია რომ პაციენტების უმეტესობას ესაჭირეება სამედიცინო დახმარება.
"ჰელსიკორის“ ამბულტარიული სერვისების ძირითად მიმართულებას კარდიოლოგია წარმოადგენს. რამდენად მაღალია გულსისხლძარღვთაპრობლემებით მომართვიანობა და როგორია თქვენი ჩართულობა?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ამბულატორიის ძირითადი მიმართულება კარდიოლოგიაა, ჩვენ გვყავს თითქმის ყველა მიმართულების მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და გვაქვს შესაბამისი კვლევების ახჭურვილობა, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი ერთ სივრცეში მიიღოს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი კომფორტია პაციენტისთვის, რადგან სამედიცინო სერვისის მისაღებად სხვადასხვა კლინიკაში სიარული არ უწევს და იცის, რომ ყველა ექიმი, რომელიც მის მკურნალობაშია ჩართული, კვალიფიციურია. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ბოლო პერიოდში ჩვენი ამბულატორია მნიშვნლოვნად გაფართოვდა. ამან დიდი მნიშვნელობა შეიძინა COVID-19-ისპანდემიის პერიოდშიც, როცა გარკვეულწილად გაზრდილია იმ პაციენტების მომართვიანობა, რომელთაც ვირუსი გადაიტანეს.
განვითარების რა ეტაპზეა საქართველოში ამბულატორიული მომსახურება და რა გამოწვევები არსებობს?
ახლა მე მიმაჩნია, რომ ყველაზე მთავარი მიმართულება, რაც როგორც მსოფლიოში,ისე რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში უნდა დაიხვეწოს, ეს არის პოსტკოვიდური სინდრომის მართვა. გარდა კარდიოლოგებისა, პოსტკოვიდური სინდრომის მართვაში უნდა ჩაერთონ ენდოკრინოლოგებიც, ნევროლოგებიც, რითმოლოგებიც, რადგან ძალიან ხშირია პოსტკოვიდური არითმია, აუტოიმუნური დაავადებები და ნევროლოგიური მოშლილობა. პაციენტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასზე დაკვირვებასა და მის სწორად მართვას პოსტკოვიდურ პერიოდში.
არ შემიძლია არ ვახსენო არანაკლებ მნიშვნელოვანი გავრცელების სიხშირის და მოცულობის გათვალისწინებით-ონკოდაავადების მკურნალობის დროს კარდიოლოგიური მეთვალყურეობის აუცილებლობა, რასაც დიდი ყურადღება ექცევა ჩვენს ამბულატორიაში.
COVID-19-მა და ვაქცინაციამ შეიძლება დატოვოს სხვადასხვა სიმმძიმის გართულება, იქნება ეს თრომბოემბოლია, მიოკარდის ინფარქტი, გულის უკმარისობა თუ სხვა. ჩემს პრაქტიკაში განსაკუთრებით ქალებს, მათ შორის ახალგაზრდებსაც უჩნდებათ წნევის პრობლემები. მართალია, უმეტესობის შემთხვევაში ეს ყველაფერი ორ-სამ თვეში ლაგდება, თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როცა წნევა ძალიან "ჯიუტდება“. ასევე, ხშირია არითმიების შემთხვევებიც.
რამდენად ამსუბუქებს COVID-19-ის შემდგომი გართულებების რისკებს ვაქცინაცია?
მთელმა მსოფლიომ აღიარა რომ ვაქცინა ნამდვილად ამცირებს სიკვდილიანობას და გართულებებს, მაგრამ აცრა არ ნიშნავს იმას, რომ COVID-19 აღარ დაინფიცირდები ან აღარ გაგირთულდება. ამ ეტაპზე, ჩვენთვის სხვა გამოსავალი არ არის, რადგან COVID-19-ის შეჩერება მხოლოდ ვაქცინაციით შეგვიძლია. მემიმაჩნია, რომ ვაქცინა ამსუბუქებს მიმდინარეობას, გართულებებს და შესაბამისად სიკვდილიანობასაც ამცირებს.
მინდა ავღნიშნო, რომ მოსახლეობას ნამდვილად სწორად ესმის ეს საკითხი და შეგნებით უდგებიან ამ საქმეს. ისიც მნიშვნელოვანია რომ არჩევის თავისუფლება აქვს ყველას მაგრამ სწორი ქცევის ვალდებულებაც აქვთ, რაზეც მკაცრი კონტროლია საჭირო.
გულსისხძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებს უწევთ თუ არა რეკომენდაციას, რომ ვაქცინა გაიკეთონ?
- ვაქცინაციის მსურველთათვის გულსისხლძარღვთა დაავადებებიდან ერთადერთი დასაფიქრებელი არის ანამნეზში ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის არსებობა,ქვედა კიდურების თრომბოზები და წითელ სისხლში თრომბოციტების პრობლემა.სწორედ ამიტომ ექიმმა უნდა განსაზღვროს რისკები და ისე უნდა ურჩიოს პაციენტს ვაქცინაცია. რა თქმა უნდა არის კიდე გარკვეული ნიუანსები, რაც ექიმთან ერთად არის გადასაწყვეტი. თუ პაციენტს ანამნეზში აქვს აღნიშნული გართულებები, უნდა უამბოს ექიმს, რომელიცშემდეგ ურჩევს, როგორ მოიქცეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვაქცინაციამდე ძალიან პოპულარული გახდა D- დიმერის ანალიზის გაკეთება, რაც შესაძლო თრომბოემბოლიასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არ იძლევა პროგნოზს, ამიტომ აქ უფრო მთავარია, ექიმმა შეაფასოს სათანადო შესაბამისი რისკები.
ზოგადად, რა იწვევს გულსისხლძარღვთა პრობლემებს? არაგადამდებდაავადებებს შორის ისინი სიკვდილიაონობით პირველ ადგილზეა..
მე ვფიქრობ, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებების ასეთი რაოდენობით არსებობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის არაჯანსაღი ეკოლოგია, თანამედროვე ცხოვრების ტემპი და არაჯანსაღი ცხოვრების წესი და მემკვიდრული განწყობა. თანამედროვე მედიცინას საკმაოდ დიდი მიღწევები აქვს გულსისხლძარღვთა დაავადებების და მის გართულებების მკურნალობაში. სხვათაშორის ამით აიხსნება ზოგადად მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა , რადგან ეს დაავადებები ვითარდება შედარებით ასაკოვან ადამიანებში. და ამჟამად მედიცინაში დიდი აქცენტი კეთდება ამ დაავადებების პრევენციაზე, რაზეც ჩვენ ამბულატორიულ სამსახურშიც წარმოადგენს პრიორიტეტს.
რამდენად არის შესაძლებელი გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია?
პრევენცია შესაძლებელია და აუცილებელია და ეს არის პაციენტის და ექიმის ურთიერთობის მთავარი მიზანი.ახალს ვერაფერს ვიტყვი, რაც უფრო მარტივი რჩევაა მით უფრო ძნელად შესასრულებელია: არ მოწიო, ბევრი იმოძრავე, დროზე დაიძინე და სწორედ იკვებე. ძალიან მნიშვნელოვანია ზომიერება ყველაფერში. ყველა დაავადება "გაახალგაზრდავდა“ და მათ შორის კარდიოლოგიურიც , შესაბამისად, გეგმური ვიზიტები ექიმებთან და ჯანმრთელობის შემოწმება სასურველია კაცებში 40წლის ასაკიდან და ქალებში 45-50წ. და ასაკის მიუხედავად როცა რამე შემაწუხებელი ნიშანი გაჩნდება.