ვირუსული დაავადება ფარისებრი თორეოდიტის სიმპტომებია ყელისა და ყურების ტკივილი, ტემპერატურა და სხვა.

2021-12-27

ფარისებრი ჯირკვლის ვირუსულ დაავადება - თირეოდიტი

დღეს გიამბობთ #თირეოდიტის - ფარისებრი ჯირკვლის ვირუსულ დაავადებააზე

არსებობს თერეოდიტის რამდენიმე ფორმა, რომელიც სიმპტომურად სხვადასხვა სიმძიმით მიმდინარეობს, თვითნებური ან არასწორად წარმართული მკურნალობის შემთხვევაში, დაავადებას ტალღისებული ფორმა ახასიათებს.

თირეოდიტის სიმპტომებია:

  • ყელის ტკივილი;
  • ტკივილი კისრის მიდამოში;
  • ტემპერატურის მატება;
  • ყურების ტკივილი;
  • ხველა;
  • ხმის დაკარგვა;
  • საერთო სისუსტე

არსებობს თირეოდიტის რამდენიმე ტიპი, მათი უმეტესობა ჰიპერთირეოზის ან ჰიპოთირეოზს გამომწვევია.

ჰიპერთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები დიდი ოდენობით გადადის სისხლში, რაც დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის მსგავს სიმპტომებს იწვევს.

ჰიპოთირეოზის დროს დაზიანებული ჯირკვალი ვერ ახერხებს საკმარისი ჰორმონის გამომუშავებას და ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის უკმარისობის ნიშნები, რასაც ხშირად თან სდევს მისი გადიდება.

ქვემწვავე თირეოიდიტის საწყის ეტაპზე პაციენტს უვითარდება ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელი შემდეგი სიმპტომები: 

  • ტემპერატურის მატება;
  • ტკივილი ყელის არეში;
  • შფოთვა;
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • ადვილად გაღიზიანება;
  • წონის სწრაფი კლება;
  • დიარეა;
  • არითმია;
  • მკვეთრად მომატებული ოფლიანობა;
  • ქალბატონებში მენსტრუალური ციკლის რღვევა

მომდევნო ფაზაში, როდესაც ჰიპერთირეოზს - ჰიპოთირეოზი ენაცვლება, იცვლება სიპტომებიც და ვლინდება:

  • დეპრესია;
  • დაღლილობა;
  • ყაბზობა;
  • თმის ცვენა;
  • წონის მატება

ქვემწვავე თირეოიდიტის პირველი ფაზა 3 თვემდე გრძელდება, მეორემ კი შესაძლოა15 თვემდე გაგრძელდეს.

ქვემწვავე თირეოდიტი მკურნალობას ექვემდებარება და ექიმის მიერ დანიშნული კურსის შემდეგ, ადამიანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვემწვავე თირეოდიტი განხილულია, როგორც ახალი კორონავირუსით გამოწვეული სისტემური ანთებითი პროცესის კომპონენტი.