მრავალპროფილური კლინიკა ჰელსიკორის ერთ-ერთი შემთხვევა

2021-08-12

F A S T

დღეს მოგიყვებით კიდევ ერთ, ძალიან საინტერესო ამბავს, რომელიც ჰელსიკორში მოხდა

კლინიკის მიმღებ-გადაუდებელ დეპარტამენტში მოიყვანეს 52 წლის მამაკაცი, რომელსაც 1 საათით ადრე მწვავედ აღენიშნებოდა მეტყველების დარღვევა, სახის ასიმეტრია და მარჯვენა კიდურებში სისუსტე.

შოკის დარბაზში მოთავსებიდან 40 წუთში პაციენტის მდგომარეობა ინსულტის გუნდმა შეაფასა და აუცილებელი ლაბორატორიული ანალიზებისა და თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ მამაკაცის სიმპტომების გამოწვევის მიზეზი, თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროში ერთ-ერთი სისხლძარღვის თრომბოზი (იშემიური ინსულტი) გახდა.

სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორის გამოყენებით მოხდა სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინში.

სწორად დასმული დიაგნოზისა და შესაბამისი მკურნალობის გაწევის შემდეგ პაციენტი საბედნიეროდ გადაურჩა ინსულტის შედეგად გამოწვეულ გართულებებს, სრულად აღდგა მეტყველების უნარი და კიდურების მოძრაობა.

 4 დღეში პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

#გახსოვდეთ

თუ შენიშნეთ ინსულტის სიმპტომები:

  •  სახის ასიმეტრია;
  •  სისუსტე კიდურებში;
  •  მეტყველების დარღვევა

არ დაკარგოთ დრო

დარეკეთ 112 და აუცილებლად გაარკვიეთ, კლინიკაში სადაც გადადიხართ, არის თუ არა შესაძლებელი ჩაგიტარდეთ თრომბოლიზისი და თრომბექტომია

ჰელსიკორი გისურვებთ ჯანმრთელობას