2023-07-01

ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების კონგრესი

13-16 მაისს, თურქეთმა ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების 25-ე ყოველწლიურ კონგრესს უმასპინძლა, სტამბოლში გამართულ შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ენდოკრინოლოგები ესწრებოდნენ.

პირველად ევროპის ენდოკრინოლოგთა ყოველწლიური კონკრესის ისტორიაში ერთ-ერთი სესიის თავმჯდომარედ მიწვეული იყო ქართველი ექიმი, კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) დამფუძნებელი და პრეზიდენტი - ნათია ვაშაყმაძე.

კონგრესის ფარგლებში იგი იყო 2 სესიის თავმჯდომარე:

 დიაბეტი, სიმსუქნე, მეტაბოლიზმი და ნუტრიცია - ორალური კომუნიკაცია;

 დიაბეტი, სიმსუქნე, მეტაბოლიზმი და ნუტრიცია - სწრაფი კომუნიკაცია

გარდა ამისა, წარადგინა საინტერესო და იშვიათი კლინიკური შემთხვევა ელექტრონული პოსტერის სახით.