2023-06-23

"ENDO 2023"

15-18 ივნის ჩიკაგოში ჩატარდა ენდოკრინოლოგიური საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი „ENDO2023”, რომელსაც ილიოინსმა უმასპინძლა.

”ENDO” წარმოადგენს გლობალურ, უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ენდოკრინოლოგიის კვლევისა და კლინიკური მოვლის შესახებ. წელს მას 7000 სტუმარი ესწრებოდა, პოსტერ-პრეზენტაციის სესიებზე წარმოდგენილი იყო 2000-მდე პოსტერი.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი - ნათია ვაშაყმაძე ერთადერთი წარმომადგენელი გახლდათ საქართველოდან, რომელმაც კლინიკა ჰელსიკორის სახელით წარადგინა პოსტერ-პრეზენტაცია, რამაც მნიშვნელოვანი გამოხმაურება და დისკუსიები გამოიწვია.